მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ადამიანის მხრიდან თავის მართლების მიზეზი მისი ეგოიზმია
ადამიანის მხრიდან თავის მართლების მიზეზი მისი ეგოიზმია

–წმიდაო მამაო, თუ სხვათა საქციელს ვერ ვამართლებ, ეს იმას ნიშნავს, რომ სასტიკი გული მაქვს?
–სხვებს ვერ ამართლებ, მაგრამ საკუთარი თავის გამართლება ხომ შეგიძლია?! მაშ ძალიან მალე ქრისტეც ვეღარ გაგამართლებს. თუ ადამიანი ბოროტად იქცევა, მისი გული შეიძლება წამიერად გაქვავდეს. მაგრამ თუ იგი სიყვარულით მოქმედებს, შესაძლოა მისი გული წამიერად გახდეს ფაქიზი. მოიპოვე დედობრივი გული, როგორ იქცევა დედ: ის ყველაფერს პატიებს შვილებს, ზოგჯერ კი ისეთ სახეს იღებს, თითქოს ვერ ამჩნევდეს მათ ცელქობებს.
ის, ვინც სწორ სულიერ სამუშაოს ასრულებს საკუთარ თავთან მიმართებაში, დანაშაულის შესამსუბუქებელ მდგომარეობას ყველასათვის პოულობს, ყველას ამართლებს, მაშინ როდესაც საკუთარ თავს მაშინაც კი ვერ ამართლებს, როდესაც მართალია. ის ყველთვის საკუთარ თავს  უწოდებს დამნაშავეს, რამდენადაც თვლის, რომ ვერ იყენებს იმ ხელსაყრელ შემთხვევებს, რომელიც მას ეძლევა.. მაგალითად, როდესაც ასეთი ადამიანი ხედავს, რომ ვიღაცა ქურდობს, იგი ფიქრობს, რომ თუკი თავად ასცდებოდა გზა, უარესად იქურდებდა: „ღმერთი დამეხმარა, მე კი მისი საჩუარი თავს მივაწერე, ეს ქურდობა იმაზე უარესია, რომელიც ჩემმა მოყვასმა ჩაიდინა, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მისი ქურდობა შესამჩნევია, ჩემი კი–დაფარული“ ამგვარად ადამიანი მკაცრად განსჯის საკუთარ თავს, სხვათა მიმართ კი შემწყნარებელია. ანდა, როდესაც მოყვასში რაიმე დიდ ან მცირე ნაკლს შეამჩნევს, ასეთი ადამიანი კეთილ ზრახვებს აამუშავებს და ამართლებს მას. ფიქრობს, რომ თავადაც ბევრი ნაკლი აქვს, რომელსაც სხვები ამჩნევენ. თუ შევეცდებით, საკუთარ თავში უამრავ ასეთ ნაკლს ვიპოვით და მაშინ მოყვასის გამართლება ძალიან ადვილი საქმე იქნება „ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ,“ უფალო. წმიდაო მამაო, ხდება, რომ დახმარებას მთხოვენ, ნმე ხალისით ვასრულებ, მაგრამ თუ სიჩქარეში რაღაცას გავაფუჭებ, შენიშვნს მაძლევენ ხლოლმე, მე კი თავის მართლებას ვცდილობ
–თუ კეთილი საქმის აღსრულების სურვილით, ცოტას დააშავებ, საჭიროა რომ შენიშვნა სიმდაბლით მიიღო, რათა შესაბამისი ჯილდო მოგეცეს. ეშმაკი ძალიან ცბიერია, თავისი ხელობა მან უნაკლოდ იცის. ასე, რომ თავი უსაზღვრო გამოცდილებს არ მოიხმარს?! სწორედ ის გიბიძგებს თავისმართლებისკენ, რომ აღსრულებული კეთილი საქმისაგან სარგებელი არ მიიღო. თუკი ხედავ, რომ ადამიანი ოფლად იღვრება, მხარზე შემოკიდებულ უმძიმეს ტვირთს მიათრევს და სურვილი გაგიჩნდება, რომ ეს ტვირთი მისთვის შრომის შესამსუბუქებლად საკუთარ მხრებზე იტვირთო, რა თქმა უნდა ძალიან ბუნებრივი იქნება. როცა ხედავ, როგორ უმძიმს მისი ტარება, ღვთისმოსაური სურვილით აღძრული დასახმარებლად მიისწრაფი, მაგრამ სხვაზე მოწევნული უსამართლო წყენის საკუთარ თავზე აღებას გაცილებით დიდი ფასი აქვს. თუ შენიშვნას მოგცემენ და მაშინვე თავის მართლებას დავიწყებთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენში სრულიად ცოცხალია ერული სიბრძნე.
–წმიდაო მამაო, ასე რომ რაშია თავისმართლების მიზეზი?
–ეგოიზმში. თავისმართლება ეს დაცემაა. ის ღვთის მადლს განდევნის. ადამიანმა არა მხოლოდ თავი არ უნდა იმართლოს, არამედ, უნდა შეიყვაროს კიდეც ეს უსამართლობა, რომელიც მის მიმართ აღესრულება. განა სწორედ თავისმართლებამ არ გამოგვდევნა სამოთხიდან?! განა ადამის დაცემა მისით არ იყო გამოწვეული?! როდესაც ღმერთმა ჰკითხა ადამს:–„ ხომ არ ჭამე იმ ხიდან, რომლის ნაყოფის ჭამაც აგიკრძალე?“ –ადამმა ის კი არ უპასუხა:–„დიახ ღმერთო, მე შევცოდე!“– არამედ თავისმართლება დაიწყო:–„ქალმა, რომელიც შენ მომეცი, მომცა ხის ნაყოფი და ვჭამე.“ ეს იგივეა, თითქოს მას ღმერთისთვის ეთქვას:–„ეს შენ ხარ დამნაშავე, იმიტომ რომ ის შენ შექმენი.“ მაგრამ განა ადამი მოვალე იყო ამ საკითხში ევასთვის ესმინა?! ღმერთმა იგივე კითხვა ევასაც მისცა; მაგრამ მან თავის მართლება დაიწყო:– „გველმა მაცდუნა მე“. ადამს რომ ეთქვა:– „ვცოდე, შევცდი ღმერთო ჩემო! ევასაც რომ ეღიარებინა თავის შეცდომა, ყველაფერი ისევ კვლავ თავის ადგილას დადგებოდა, მაგრამ არა: ორივე მათგანმა თავისმართლება დაიწყო. –წმიდაო მამაო, მაგრამ თუკი ადამიანი ვერ ხვდება, რამდენად დიდი ბოროტებაა თავის მართლება, ვინ არის აქ დამნაშავე?

–ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა თვითონ, დაუსრულებელი თავის მართლებით და იმის რწმენით, თითქოსდა სხვებს არ ესმით, რომ ირგვლივ ყველა უსამართლოა, ხოლო თვითონ – უდანაშაულო ტანჯული და საცოდავი მსხვერპლი,– ადამიანი უცვლელი ხდება და საკუთარ თავს ვეღარ ფლობს. მარტო ეს იფიქრე: როდესაც ზოგჯერ უსამართლობას ჩაიდენს და სხვის წინაშე შესცოდავს, ასეთი ადამიანი ამბობს:“ მე, რა თქმა უნდა ამ უსამართლობას მოვითმენდი, მაგრამ არ მინდა სხვები ცოდვაში ჩავაგდო!“ ანუ ის ცდილობს თავი გაიმართლოს, თითქოსდა სიყვარულის კარნახით იქცევა ასე, რათა ის ადამიანი, ვინც ვითომ მას აწყენინა, გონს მოვიდეს და ცოდვაში არ ჩავარდეს! ანდა დაუსრულებელ თავისმართლებას მოჰყვება, რომ იმან ვინც მას აწყენინა, შემთხვევით მისი საქციელი უკუღმა არ გაიგოს და ამით ცოდვაში არ ჩავარდეს. ხედავთ რა ფაქიზად მუშაობს ეშმაკი?