მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ვინც თავს იმართლებს, სულიერად შეუწევნელი იქნება
ვინც თავს იმართლებს, სულიერად შეუწევნელი იქნება

შევნიშნე, რომ დღეს ყველა, დიდი და მცირე რაღაც სატანური აზრების მეშვეობით ყველაფერს ამართლებს. ეშმაკი მათთვის ყველაფერს თავის ტონზე აწყობს და ამგვარად ეს ადამიანები რეალობას სწყდებიან. სატანისეული განმარტება – აი, რა არის თავის მართლება.
–წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ზოგიერთ ადამიანს ნებისმიერ, მისთვის ნათქვამ სიტყვასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო აზრი უჩნდება?
–ეჰ, ისეთ ადამიანთან საუბარი, რომელსაც თავის მართლება ჩვევად აქვს გადაქცეული, საშინელი საქმეა! ეს იგივეა რაც ეშმაკეულს ელაპარაკო. ღმერთმა შემინდოს, მაგრამ მათ, ვინც თავს იმართლებენ, თვით ეშმაკი ჰყავთ „მოძღვრად“. ესენი საშინლად გატაჰჯული ადამიანები არიან, საკუთარ თავში სიმშვიდეს ვერ ამკვიდრებენ. მათ თავის მართლება მეცნიერებად აქვთ, ანუ, იმ ქურდის მსგავსად, რომელიც მთელ ღამეს თვალს არ ხუჭავს და რაღაცის მოპარვის საშუალებებს ეძებს, ასეთი ადამიანები გამუდმებით საკუთარი ცოდვების გასამართლებელ საშუალებებს ეძებენ. სხვა ადამიანი თუ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ დაიმდაბლოს თავი, ან რომელი კეთილი საქმე აკეთოს, ისინი პირიქით, საწინააღმდეგოს მოიფიქრებენ ხოლმე – რაიმე საშუალებას იმის გასამართლებლად, რასაც გამართლება არ აქვს. ისინი ნამდვილი ადვოკატები ხდებიან! მათი გადარწმუნება ისევე შეუძლებელია, როგორც ეშმაკის. იცით როგორ გამაწამა ერთმა ასეთმა ადამიანმა! –„ის რასაც შენ აკეთებ, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, –ვარწმუნებდი მას– არის საგნები, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება, შენ მთლად წახვედი ხელიდან, შენ უნდა იქცეოდე ასე და ასე!“ მაგრამ ის ყოველთვის პოულობდა თავის გასამართლებელს და ყოველ ჩემს სიტყვაზე პასუხს. საუბრის ბოლოს კი გამომიცხადა:– „ასე, რომ შენ ვერ მიპასუხე როგორ მოვიქცე!“ – „ჩემო ოქრო,– შევაწყვეტინე მაშინ, – აბა ამდენ ხანს რას ვარჩევდით?! ჩვენ ხომ შენს შეცდომებზე ვლაპარაკობთ; იმაზე, რომ იქ არ მიხვედი, სადაც საჭირო იყო, მაგრამ შენ ხომ გაუჩერებლად თავს იმართლებ?! მთელი სამი საათის განმავლობაში, რაც ჩვენ ვსაუბრობთ, ქანცი გამაცალე! გამაგიჟე! განა არ გითხარი რა გჭირდება?!“ აი ასეა, ადამიანს შესაბამის მაგალითებს მოუტან, უხსნი, რომ ასეთი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, როგორიც მას აქვს, სატანური ეგოიზმია; აფრთხილებ, რომ ის ეშმაკიეული ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება და თუკი არ შეიცვლება, დაღუპვა ელის და ყოველივე ამის შემდეგ იგი ისევ აცხადებს, რომ შენ მას მაინც ვერ უთხარი ის, თუ რა უნდა გააკეთოს. არა მართლა! განა აქ წონასწორობას არ დაკარგავ?! თუკი ადამიანს არაფერი ადარდებს, ასეთ შემთხვევაში ის არც კი აღელდება. რაც უნდა მოხდეს, მისთვის ყველაფერი ცხოვრებისეული წვრილმანია. მაგრამ თუ განურჩეველი არა ხარ, ასეთ დროს უბრალოდ აფეთქდები. არა, მაინც ბედნიერები არიან ის ადამიანები, ვისაც ყოველივე ამასთან არაფერი ესაქმებათ.
–თუმცა წმიდაო მამაო, თქვემ ხომ არანაირი გარემოების მიმართ არ გსურთ გულგრილი დარჩეთ?!
–ჩემო ძმაო, გულგრილი ტყუილ–უბრალოდ ხომ მაინც არ იხარჯება! იმ ადამიანისთვის ნამდვილად ღირს ტანჯვა, ვისაც სტკივა! აქ კი რა?! – მისთვის იქანცები, ამდენ რამეს ეუბნები, ბოლოს კი გამოგიცხადებს:“ არ მეუბნები რა უნდა გავაკეთო!“ და იმას ამართლებს, რისი გამართლებაც შეუძლებელია. ამგვარად, იგი ადამიანისაგან დემონად გადაიქცევა! რა საშინელებაა! ის რომ იმაზე მაინც ფიქრობდეს, რომ შრომა გასწიე მის დასხმარებლად, ცოტა მაინც შეიცვლებოდა, ამაზე უკვე აღარაფერს ვამბობ, რა განიცადე, როგორ შეგტკივა მასზე გული, მაგრამ რა?! ის ხედავს, როგორ განიცდი, როგორ იტანჯები და ყოველივე ამაზე თვალს ხჭავს!
–წმიდაო მამაო, თუკი იმ ადამიანს, რომელიც თავის უწესო გამოხდომას ამართლებს, უხსნი რომ ეს თავისმართლებაა; ის კი გიმტკიცებს, რომ ეს თავისმართლება არ არის და განაგრძობს თავისმართლებას; განა მას გამოსწორების შანსი აქვს?

–მას რა გამოასწორებს?! ესამის, რომ შეცდომა დაუშვა, იტანჯება, მაგრამ ეგოიზმის გამო ამის აღიარება არ სურს. ეს ძალიან საშიშია!
–მაგრამ ამავე დროს ის ამბობს:“ შენ მე დახმარებაზე უარს მეუბნები, მე დახმარებას გთხოვ და შენ  ისიც კი არ გსურს, შენთან სასაუბროდ მოვიდე. შენ მძულვარებით მექცევი!“

–მერე რა. ასეთი მდგომარეობის სათავეც ეგოიზმია, სწორედ ამით ის თითქოს გეუბნება: „ ეს მე კი არა, შენ ხარ დამნაშავე, რომ მე ასე ცუდად მაქვს საქმე!“ დიახ, დიახ, ასეთი ადამიანი აქამდე დადის. თავი დაანებე: მისთვის დროს ნუ გაფლანგავ, იმიტომ, რომ მაინც ვერ უშველი, ასეთ ადამიანზე პასუხისმგებლობას მისი მოძღვარიც კი ვერ აიღებს, ხოლო თუ მონასტერში ცხოვრობს, ვერც იღუმენი და ვერც იღუმენია. ეს ადამიანური კი არა, სატანური ეგოიზმია. ადამიანური ეგოიზმით ის იტანჯება, ვინც იქამდე ვერ დამდაბლდა, რო თქვას: „შემინდე!“ მაგრამ თავის მართლებას არ მოჰყვება. მაგრამ ის ვინც სცოდავს და თავს იმართლებს, თავის გულს ეშმაკის ნავსაყუდელად აქცევს. თუკი ასეთი ადამიანი საკუთარ „მეს“ არ შემუსრავს, მაშინ უფრო და უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს და მას საკუთარი ეგოიზმი შემუსრავს. თუკი ადამიანი ვერ ხედავს, თუ რა დიდი ბოროტებაა თავისმართლება, ეს მის მდგომარეობას ამსუბუქებს, მაგრამ თუ მან ამის შესახებ შეიტყო, ან თვითონ, ან სხვების ნათქვამით, შემამსუბუქებელი მდგომარეობა მას აღარ ექნება. როდესაც იმ ადამიანის დახმარება გსურს, რომელსაც თავის მართლება ჩვეულებად აქვს ქცეული, დიდი ყურადღებაა საჭირო. იმიტომ, რომ თუ ის თავს იმართლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში მრავლადაა ეგოიზმი, ამიტომ ზოგჯერ ასეთი რამ ხდება: შენ ეუბნები, რომ იგი არასწორად მოიქცა, ის კი თავს იმართლებს და თავის „უმწიკვლობას“ იცავს. ამტკიცებს, რომ პირიქით სწორედ შენ სცდები. სიცრუეზე სიცრუეს ამატებს და თავიმართლებაზე თავისმართლებას. ამ შემთხვევაში კი სწორედ შენ, ვინც მას არასწორ საქციელზე მიანიშნებდა, ხდები იმის მიზეზი, რომ ეს ადამიანი უფრო მეტ ეგოისტად და მატყუარად წარმოჩინდება, ვიდრე მანამდე. როდესაც დაინახავ, რომ იგი თავისმართლაბს განაგრძობს, მისთვის ყოველგვარი განმარტების მიცემა შეწყვიტე, მაგრამ ილოცე, რომ ღმერთმა გაანათლოს იგი