მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) >გულის განწმენდა
გულის განწმენდა

–წმიდაო მამაო, ქრისტეს ნებისმიერი ადამიანის გულში შეუძლია დამკვიდრდეს?
–ქრისტეს შეუძლია დამკვიდრდეს, მაგრამ აი, ადამიანებს კი არ შეუძლიათ მისი მიღება, იმიტომ, რომ გამოსწორებას არ ცდილობენ. ქრისტე რომ შემოვიდეს, ამისათვის საჭიროა განიწმინდოს ჩვენი გულები. „გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო...“
–წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ველური მხეცები არ ერჩიან წმიდანებს?
–როდესაც ადამიანი მშვიდობისმოყვარე ხდება, მხეცებიც მშვიდობისმოყვარენი ხდებიან და კაცს საკუთარ მბრძანებლად სცნობენ. ცოდვით დაცემამდე, სამოთხეში, ველური მხეცები ადამსა და ევას ღვთისმოსაობით ულოკავდნენ ხელებს, ხოლო ცოდვით დაცემის შემდეგ კი თავს ესხმოდნენ მათ. როდესაც ადამიანი ცოდვით დაცემამდელ მდგონარეობას უბრუნდება, მხეცები კვლავ თავის პატრონად აღიარებენ მას.  თუმცა დღეს მხეცზე, თვით გველზე უარესი ადამიანები გვხვდებიან. ისინი ანგარების მიზნით იყენებენ უპატრონო ბავშვებს, მათგან ფულს შოულობენ, ხოლო როდესაც ნახავენ, რომ მათ თავზე შავი ღრუბელი გროვდება, იძახებენ პოლიციას, ყველაფერს მცირეწლოვანებს გადააბრალებენ და ძნელადაღსაზრდელთა სახლში აბარებენ მათ.
ამიტომაა, რომ 147–ე ფსალმუნს, რომელსაც ღირსი არსენი კაპადოკიელი კითხულობდა ველურ მხეცთა მოსამშვიდებლად, მე ამისათვის ვკითხულობ ხოლმე, რომ ადამიანები დამშვიდდნენ და ბოროპტება არ მოაწიონ ადამიანებს, და არა ცხოველებს.
–წმიდაო მამაო, რანაირად უბრუნდება ადამიანი ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობას?
–გული უნდა გაიწმინდოს. სულიერი სისპეტაკე უნდა მოიხვეჭოს, –ანუ, გულწრფელობა, პატიოსნება უანგარობა, სიმდაბლე, სიკეთე, უბოროტება, თავგანწირვა. ამგვარად ადამიანი ღმერთთან ნათესაობას მოიპოვებს და მასში საღვთო მადლი დაისადგურებს. თუ ადამიანს ხორციელი სიწმიდე აქვს, მაგრამ სულიერ სიწმიდეს არ ფლობს, ღმერთი არ სუფევს მასში. იმიტომ, რომ ამ კაცში მზაკვრობა, ამპარტევნება, ბოროტება და სხვა მსგავსი ვნებები ცხოვრობს, მსი ცხოვრება არის ერთიანი გადაბმული სიცრუე. თქვენი მოღვაწეობა სწორედ იქედან უნდა იწყებოდეს, რომ სულიერი სიწმიდის მოხვეჭას ცდილობდეთ.
–წმიდა მამო, განა შესაძლებელია, რომ ერთი დარტყმით რომელიმე ცუდი ჩვევა მოვკვეთოთ?
–პირველ რიგში, ადმიანს უნდა ესმოდეს, რომ ეს ჩვევა მისთვის მავნეა. როდესაც ამას შეიგნებს, ბრძოლა უნდა დაიწყოს იმისათვის, რომ ამ ჩვევისაგან განთავისუფლდეს. იმისათვის, რომ მავნე ჩვევა ერთი დარტყმით მივიკვეთოთ, დიდი ნებისყოფაა საჭირო. თოკი, რომელიც ხის ხაროში ხშირი ხახუნისაგან ერთიანად გადახეხილია, აღარც მარჯვნივ სხლტება და აღარც –მარცხნივ. ასევე ნებისმიერი ჩვეულება, რომელიც გამუდმებით გულს ეხახუნება, მერე გულიდან ძნელად გამოდის. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ ეს ჩვევები არ შევიძინოთ, რამდენადაც მათგან გათავისუფლებისათვის მეტისმეტად დიდი სიმდაბლე და ნებისყოფაა საჭირო. როგორც მამა ტიხონი იტყვის: „კეთილი ჩვევა შვილო, ეს იგივე სათნოებაა, ხოლო ცუდი ჩვეულება–ვნება.“

–მაგრან რაც არ უნდა ვთქვათ, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ადამიანი მოღვაწეობისას მაინც ბორძიკობს და არ იცვლება, ამის მიზეზი მისი ეგოიზმი, საკუთარი თავის სიყვარული და ანგარებაა. ასეთ ადამიანს სიმდაბლე და სიყვარული არ ჰყოფნის და ეს ხელს უშლის საღვთო მადლის მოქმედებას მასში. თვით ადამიანი არ აძლევს ღმერთს მისი დახმარების ნებას. მაგალითად, თუ ღმერთი კაცს რომელიმე ვნებას დააძლევინებს, ეს კაცი ამას საკუთარ თავს მიაწერს და ამპარტავნებაში ვარდება, რადგანაც ჰგონია, რომ ამას თავისით, საღვთო შეწევნის გარეშე მიაღწია.