მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ჩვენთვის საკუთარი თავის ყვედრებაა საჭირო და არა სასოწარკვეთილება
ჩვენთვის საკუთარი თავის ყვედრებაა საჭირო და არა სასოწარკვეთილება

–წმიდაო მამაო, განა სესაძლებელია, რომ სულიერი გზის დასაწყისშივე საკუთარი ცოდვილი მდგომარეობა ღრმად იყოს გააზრებული?
–როდესაც სულიერ ცხოვრებას ვიწყებთ, ღმერთი ჩვენდამი სიყვარულიდან გამონმდინარე არ უშვებს, რომ საკუთარი ცოდვილი მდგომარეობა გავიაზროთ. რათა ამ სიმძიმემ არ გაგვანადგუროს. ძალიან ბევფრი ფაქიზი და ღვთისმოსავი სული ვერ შეძლებდა საკუთარი ცოდვილების შეცნობა დაეთმინა და რაიმე უბედურებას შეემთხვეოდა. ამიტომ ღმერთი თვალს გვიხვევს და ერთად თავმოყრილ ჩვენივე ცოდვებს ვერ ვხედავთ. მაგალითად, შესაძლოა ჩვენი ლაბადის სახელოები ჩიტის სკორეთი იყოს დასვრილი, მაგრამ ამას ვერ ვამჩნევთ და გვგონია, რომ ეს ყვავილების ფურცლებია. მაგრამ, როდესაც სულიერ ბრძოლაში თანდათან წარვემატებით, ღმერთი უშვებს, რომ საკუთარი შეცდომები გამოვასწოროთ. თუკი გამოცდილება არ არსებობს, ასეთი ღვაწლი შედეგს ვერ მოიტანს. სწორედ ასევე ხდება ღვთის ქველისსაქმეთა გაცნობიერებისას. სულიერი გზის დასაწყისში ადამიანს ღვთის ქველმოქმედება რომ ეხილა, მას სულიერი სისხლდენა დაეწყებოდა, რადგანაც ერთდროულად ამის ხილვაც და საკუთარი უმადურობის გაცნობიერებაც ადამიანს დატანჯავს და დაადნობს.
–წმიდაი მამაო, მე კი ვერ ვხედავ ჩემს შეცდომებს, გული ქვასავით მაქვს.
–ზოგჯერ ღმერთი უშვებს, რომ  ჩვენმა თვალებმა ვერ დაინახონ, გული კი გაქვავებული დარჩეს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ეშმაკი შეძლებს, სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდოს. ადამიანი საკუთარ ცოდვილ მდგომარეობას გონივრულად უნდა მიუდგეს. სინანული, რომელსაც სულიერი ტანჯვა და სასოწარკვეთილება ახლავს, ღვთისაგან არ არის. ასეთ სინანულში ეშმაკის ხელი ურევია. ადამიანიო ფრთხილად უნდა იყოს, რადგან, როდესაც ეშმაკი „მარჯვნიდან“ სინანულით შეუტევს, „მარცხნიდან“ სასოწარკვეთილებაში აგდებს მას. ეშმაკს შეუძლია გადატეხოს ადამიანი, როგორც სულიერად–ისე ხორციელად და სრულიად უმაქნისად აქციოს იგი. ანუ მას სრულიად სხვა შემისვრილება მოაქვს:–სულიერი შფოთით სავსე შემუსვრილება გულისა. მაგალითად, შესაძლოა, ეშმაკმა ადამიანს უთხრას:“შენ იმდენად დიდი ცოდვილი ხარ, რომ ვერ ცხონდები“.  ეს ისეთი სახით გააკეთოს, თითქოს ადამიანის სულზე ზრუნავდეს, ეშმაკი მასში სასოწარკვეთილებასა და შფოთს აღძრავს. და რად უნდა მისცე ეშმაკს მისი ნება, რომ რაც მოესურვება ყველაფერი აკეთოს?! როდესაც გეტყვის:“ შენ ცოდვილი ხარ“, უპასუხე:“მერე ეს რა შენი საქმეა? ცოდვილი რომ ვარ, ამას მაშინ ვიტვი როცა თვითონ მომინდება, და არა მაშინ, როცა შენ მოისურვებ“.
–წმიდაო მამაო, რატომ ეწვევა ხოლმე სულს ხშირად მოწყინება?
–მოწყინება და შინაგანი შფოთი ძალიან ხშირად სინდისის ქეჯნით არის გამოწვეული, რაც თავისთავად იქიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა. ასეთ შემთხვევაში მან აუცილებლად აღსარება უნდა თქვას, რათა ისეთ მდგომარეობაში იყოს, რომ მოძღვრისაგან დახმარების მიღება შეძლოს. რადგან, თუკი ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა, შესაძლოა მის მიერ ჩადენილი ცოდვა ძალიან მცირე იყოს, მტერმა კი მისსავე თვალში ზედმეტად გააზვიადოს. ამ ცოდვას ის მიკროსკოპით ანახვებს, რომ სასოწარკვეთამდე მიიყვანოს და სრულიად დააუძლუროს.
მაგალითად, ასეთ ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანს შესაძლოა, ეშმაკმა შთააგონოს, რომ მან მეტად გაანაწყენა მოყვასი, რომ მას დიდი სირთულეები შეუქმნა და ა,შ. ამით ეშმაკი ადამიანს აღაშფოთებს და ძალს აცლის მას. თუკი ეშმაკი მართლაც ჩვენი სულებისთვის ზრუნავს, რად არ მიდის იგი უგრძნობი ადამიანის სინდისის გამოსაცდელად? მაგრამ აქ პირიქით ხდება, იმისათვის, რომ უგრძნობმა ადამიანმა რაიმე არ განიცადოს, ეშმაკი მას შთააგონებს, რომ დიდი ცოდვები მცირედ და უმნიოშვნელოდ მიიჩნიოს.
ადამიანმა საკუთარი  თავი ისეთად უნდა დაინახოს, როგორიც სინამდვილეშია, და არა ისეთად, როგორადაც მას ეშმაკი წარმოადგენინებს. ის ხომ მხოლოდ ერთზე ზრუნავს: რამენაირად ბოროტება მოგვაგოს. ადამიანმა სასო არასოდეს არ უნდა წარიკვეთოს, მთავარია, რომ სინანული ჰქონდეს, რადგანაც მისი ცოდვები ეშმაკისაზე გაცილებით მცირეა და თან მას დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოებებიც აქვს –ის ხომ მიწისაგანაა შექმნილი, მაგრამ გაუფრთხილებლობით დაეცა და გაჭუჭყიანდა.
 იმისათვის, რომ სულიერი ბრძოლა სწორად წარიმართოს ( სულიერი მანქანის) ბორბალი იმის საწინააღმდეგო მხარეს უნდა დავატრიალოთ, საითაც მის დატრიალებას ეშმაკი ცდილობს, თუ ეშმაკი ცდილობს, რომ საკუთარ თავზე დიდი შთაბეჭდილება შეგვექმნას, ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავში ნაკლის შემჩნევა უნდა ვისწავლოთ. თუ ჩაგვაგონებს, რომ არარაობას წარმოვადგენთ, ასეთ შემთხვევაში ვთქვათ: „ღმერთი შემიწყალებს’“. თუკი ადამიანი ასე იქცევა, ანუ უბრალოებით, ღმერთზე მინდობით და მისი იმედით, მაშინ მის სხოვრებაში შემოდის სინანული და სიმდაბლე და იგი სულიერ სიმაღლეზე აჰყავს.
–წმიდაო მამაო, იქნებ საკუთარი თავის ყვედრება სულიერ ბრძოლაში არ ეხმარება?
–ეხმარება, თუმცა გონიერებაა საჭირო. მაგალითად, შესაძლოა ადამიანმა საკუთარ თავს უთხრას:“ეჰ, რა განუსჯელი ვინმე ვარ“! თუმცა საკუთარი თავის ყვედრებას სიმდაბლე უნდა ახლდეს, რათა ეშმაკის გაბითურება შევძლოთ; თანაც ეს ვაჟკაცურად უნდა გავაკეთოთ და არა საკუთარი ბედნავსობის განცდით. ჩვენთვის თვითდაყვედრებაა საჭირო და არა –სასოწარკვეთილება. თუ ადამიანს სწამს, რომ ის არანაირ სიკეთეს არ აკეთებს, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, მას საკუთარი თავის, საკუთარი „მეს“ მიმართ სასო წარეკვეთება. თუკი მას სჯერა, რომ საკუთარი საქმიანობით ნულს ნულზე ამატებს და მიუხედავად ამისა, ღვთის იმედით მოღვაწეობას მაინც განაგრძობს, ეს იმის ნიშანია, რომ მან სულიერ სიმწიფეს მიაღწია.. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ღმერთი მის მიერ კეთილ ნებით მოპოვებულ უამრავ ნულს ნახავს, შეიბრალებს და ამ ნულების თავში ერთიანს დაუსვამს, ამგვარად მისი ნულები ცენტრში გადაინაცვლებენ და იგი სულიერად გამდიდრდება. თუკი ადამიანს სიმდაბლე აქვს მოპოვებული, საკუთარი თავისადმი უიმედობაში კეთილი სულიერი მდგომარეობა იმალება