მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > იძულებითი სინანული
იძულებითი სინანული

–წმიდაო მამაო, ამბა ისააკი წერს:“ყოველგვარი სინანული, რომელიც უნებურად აღესრულება, სიხარულს არ შეიცავს და არც სასყიდელს იმსახურებს“. როგორ შეიძლება, ადამიანი თავისდაუნებურად ინანიებდეს?
–აქ იმ ადამიანზეა საუბარი, რომელიც იძულებულია, მოინანიოს, იმიტომ რომ ის სხვათა თვალწინ დაეცა, თუმცა ამავე დროს მას სინანული არა აქვს. წმიდა ისააკის სიტყვები მე ასე მესმის.
–ანუ უნებური სინანულიც არსებობს?
–დიახ, არსებობს უნებური სინანული. მაგალითად, როდესაც მსურს, არასასურველ მოვლენებს გავექცე, გთხოვ, მაპატო ბოროტება, შენ რომ მოგაგე. თუმცა ამავე დროს შინაგანად არ ვიცვლები. მზაკვრობაში დახელოვნებული ადამიანი ისეთ სახეს იღებს, თითქოს ნანობდეს, ის მზაკვრულად მოქმედებს, მოჩვენებითი სიკეთით მიმართავს ადამიანებს, შენდობას თხოვს მათ, რათა შეაცდინოს ისინი. თუმცა, არც ის არის სინანული, როდესაც ეს ადამიანი მიდის ღვთისმსახურთან და მასთან ამბობს აღსარებას, რადგანაც ამ დროს მხოლოდ ჯოჯოხეთში მოხვედრა აშინებს. მისთვის მთავარი ამოცანა სინანული კი არ არის, არამედ ის, რომ ჯოჯოხეთს გაექცეს. ჭეშმარიტი სინანული საკუთარი ცოდვების შეგრძნებაა, მათ გამო ტკივილის განცდა, ღვთისაგან შენდობის გამოთხოვა და მხოლოდ ამის შემდეგ– აღსარება. მხოლოდ ამგვარად ეწვევა ადამიანს საღმრთო ნუგეშინისცემა. ამიტომ მე ყოველთვის სინანულსა და აღსარებას ვურჩევ ადამიანებს. მხოლოდ აღსარების მომხრე არასოდეს ვარ.
შეხედე: როდესაც მიწისძვრა იწყება, მაშინათვე აშკარავდება, რომ ის ვინც სიკეთის ხმას მიყვება, ძლიერ აღელდება, შეინანებს და ცხოვრებას ცვლის, სხვები კი–დიდი უმრავლესობა–წამიერად მოდის გონს, მაგრამ , როგორც კი საშიშროება იკლებს, ხელახლა წარსული ცხოვრების წესს უბრუნდება. როგორც ერთმა ადამიანმა მიამბო, მის ქალაქში ძლიერი მიწისძვრა მოხდა:“რაო, შეგაქანათ კარგად, მერე გამოგაფხიზლათ ამ მიწისძვრამ“?! ვკითხე მაშინ. „გამოფხიზლებით კი გამოგაფხიზლათ, –შევნიშნე მერე,– მაგრამ ისევ ძალიან მალე კი დაიძინებთ“!