მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ჯადოქრობის მიმდევარნი უამრავ სიცრუეს იგონებენ
ჯადოქრობის მიმდევარნი უამრავ სიცრუეს იგონებენ

–წმიდაო მამაო, ჯადოქრებს ეუწყებათ ხოლმე რომელიმე ადამიანის, მისი ცხოვრების შესახებ?
–ხდება, რომ ისინი ზოგიერთ რამეს ეშმაკისაგან შეიტყობენ. თუმცა თვითონაც უამრავ სხვადასხვაგვარ სიცრუეს იგონებენ. ყოველი თქვენგანი, ვისაც არქონდარიკში უწევს მორჩილების შესრულება, უნდა გაფრთხილდეს. იქ რაც ხდება, უკონტროლოდ არ უნდა დარჩეს. უნდა აკვირდებოდეთ რა ხალხი სტუმრობს მონასტერს. შესაძლოა, ისეთი ვინმეც მოვიდეს, ვინც ჯადოქრობას მისდევს. ამან არ გაგაკვირვოთ. ერთხელ აქ ღამისთევის ლოცვაზე ორი ადამიანი მოვიდა, ისინი ჯადოქრები იყვნენ. შეუჩნდებოდნენ ხოლმე ადამიანებს და თავბრუს ახვევდნენ მათ. ხალხს ატყუებდნენ, თითქოს მიტროპოლიტ ავგუსტინესთან იყვნენ დაკავშირებულნი. ერთ ქალს უთხრეს:“ შენ ჯადო გაქვს გაკეთებული, წამოდი წავიდეთ შენთან სახლში და ჯადოს ჩვენი ჯვრის საშუალებით მოგხსნით“. ხალხი კი როდესაც ხედავს, რომ ჯადოქრები მსახურებაზე დადიან და სულიერ საგნებზე საუბრობენ, ფიქრობს:“ რაკი მსახურებაზე დადიან, ჩანს, მორწმუნეები არიან“. –და ამ მატყუარებს გულს უხსნიან. როგორ ახვევენ ადამიანებს თავბრუს თავიანთი სიცრუით! ერთმა ასეთმა ცრუპენტელამ, მოტყუების მიზნით უთხრა გოგონას: „ მამა პაისის ჰქონდა ხილვა, რომ მე და შენ უნდა დავქორწინდეთ, მაშ აიღე ეს ნივთი და დაიკიდე კისერზე, ოღონდაც არ ნახო შიგ რა დევს“. და მას რაღაც ჯადოსნური თილისმა მისცა. საბედნიეროდ გოგონამ არ აიღო ეს ნივთი და აღშფოთდა:“ ესე იგი მამა პაისი ამისთანა რამეებს აკეთებს“?! დიდხანს აღარ უფიქრია დაჯდა და მძაფრი გამონათქვამებით აღსავსე წერილი მომწერა: ოთხი გვერდი ჩაწიკწიკებული ნაწერი! უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავდა. „ მლანძღე, მლანძღე, საშიში არაფერია, –ვთქვი წერილის წაკითხვის შემდეგ, – შენი ლანძღვა ბალზამივით დამეფინა. შენ ხომ ნება არ მიეცი, რომ ბოროტს ეცდუნებინე და არ მიიღე მისი ეშმაკეული თილისმა“.
–ის თქვენ გიცნობდათ წმიდაო მამაო?
–არა, არ მიცნობდა. არც მე ვიცნობდი მას. არც მას და არც იმ ცრუპენტელას.