მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ეშმაკს სიკეთის აღსრულება არასოდეს ძალუძს
ეშმაკს სიკეთის აღსრულება არასოდეს ძალუძს

–წმიდაო მამაო, ჯადოქარს ავადმყოფის განკურნება შეუძლია?
–ჯადოქარმა რომ ავადმყოფი განკურნოს?! ადამიანი, რომელსაც ეშმაკი ტანჯავს, ჯადოქარმა შესაძლოა განკურნოს, თუკი ამ ეშმაკს იგი სხვა ადამიანში გაგზავნის. ჯადოქარი და ეშმაკი ხომ ამხანაგ–მეგობრები არიან. ჯადოქარი ეუბნება ეშმაკს: „ამ ადამიანიდან გამოდი და იმაში შედი“! ანუ, როდესაც განდევნის ეშმაკს რომელიმე ეშმაკეულისაგან, ჯადოქარი მას ჩვეულებრივ ამ ადამიანის ნათესავებში ან მეგობრებში აგზავნის, სწორედ იმასთან, ვინც ეშმაკს ნებას მისცემს, რომ მას დაეპატრონოს. მერე კი ეს ადამიანი, რომელზეც ეშმაკი იყო დაუფლებული, ამბობს:“ ვიტანჯებოდი და ამა და ამ მკურნალმა განმკურნა“. ეს კი ჯადოქრისათვის რეკლამაა. სინამდვილეში კი ამ ადამიანისგან გამოსული ეშმაკი მისი ნაცნობებისა და ახლობლების სიახლოვეს ტრიალებს. ვთქვათ, რომელიმე ადამიანს ეშმაკი დაეუფლა და ამის შედეგად ის დაკუზიანდა. ჯადოქარს შეუძლია ეშმაკი მისგან გააძევოს და სხვასთან გაგზავნოს. ეს ადამიანი კვლავ გასწორდება წელში. მაგრამ თუ მისი დაკუზიანება უბედური შემთხვევის შედეგადაა გამოწვეული, ჯადოქარი მას ვერ განკურნავს. ერთხელ მიამბეს, რომ ვიღაც ქალი, სხვადასხვა წმიდა სიმბოლოებისა და ნივთების საშუალებით ავადმყოფებს „კურნავსო“, როდესაც ეს შევიტყვე, გამაოგნა ეშმაკის „გამონაგონმა ამ ჩანაფიქრმა“. თავისი სეანსის დროს ჯადოქარი ხელში იღებს ჯვარს და საეკლესიო საგალობლებს გალობს. მაგალითად, ის გალობს: „ღვთისმშობელო ქალწულო“... და როდესაც მიდის სიტყვებამდე: „კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა“... ჯვრის გარშემო ანერწყვებს, ამგვარად ის გმობს ქრისტეს და ამიტომაა, რომ ეშმაკი ეხმარება. ის სხვადასხვა სულიერი სნეულებისაგან, მაგალითად დეპრესიისაგან კურნავს ადამიანებს, კურნავს იმისგან, რაც ეშმაკისგან დაემართათ. ექიმები ასეთ ადამიანს მკურნალობენ. მას კი შეუძლია „განკურნოს“, თქვენზე გაბატონების ნება“. ამ ადამიანმა თავისი ამბავი მიამბო და ბოლოს იმის მიზეზსაც მივადექით, რაც მის ცოლს ემართებოდა. ეს კაცი როგორც გაირკვა, იყო ერთ ხოჯასთან, მან სახლში მოსაპკურებლად მისცა წყალი, რომელიც ვითომდა ბედნიერებას მოუტანდა მის ოჯახს. ეს ადამიანი ამ ეშმაკისეული წყლით სახლის პკურებას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. ეშმაკმა კი მის სახლში არცთუ სახუმაროდ მოიკიდა ფეხი.