მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > საიდან მოდის გმობის აზრები?
საიდან მოდის გმობის აზრები?
- წმიდაო მამაო, შეგიძლიათ, გვიამბოთ რაიმე კეთილ გულგრილობაზე?
- კეთილი გულგრილობის მოპოვება აუცილებელია ადამიანისათვის, რომელსაც ეშმაკი სხვადასხვაგვარი ზრახვებით სტანჯავს, ასეთი ადამიანებისათვის უკეთესია, თუ ცოტა უგრძნობი გახდება – ამ სიტყვის კარგი გაგებით და თუ ათასნაირი ზრახვების ტყვეობაში არ მოექცევა. გარდა ამისა, კეთილი გულგრილობა აუცილებელია ადამიანისათვის, რომელიც ეშმაკმა, მისი მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, რაღაც კონკრეტული საქმის ან მოვლენის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარე გახადა, თუნდაც ამ ადამიანს ზოგადად, გადაჭარბებული მგრძნობიარობა არც ახასიათებდეს. ასეთ ადამიანსაც გამოადგება, თუ გარკვეული დროით კეთილ გულგრილობას გამოიჩენს. თუმცა ეს მოძღვრის მეთვალყურეობით უნდა ხდებოდეს. ადამიანმა თავისი ზრახვები მოძღვარს უნდა გაუმხილოს და მისი ხელმძღვანელობით მოქმედებდეს.
- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ როდესაც მწუხარება მიპყრობს, გმობის აზრები გამოჩნდებიან ხოლმე?
- შეხედე, რა ხდება: როდესაც დამწუხრებულს გხედავს, ეშმაკი ამით სარგებლობს და შემოგაპარებს ერულ კარამელს - გმობის აზრებს. თუ პირველსავე შემთხვევაში დაეცემი (ანუ ამ ზრახვა–კარამელს მიიღებ ), მეორედ უფრო ძლიერად აგაღელვებს და ძალა აღარ გექნება, რომ მას წინ აღუდგე. ამიტომ არასოდეს იყო მწუხარე, კარგს იზამ, თუ ამის სანაცვლიდ რაიმე სულიერს გააკეთებ. სულიერი საქმიანობა ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარება.
- წმიდაო მამაო, ძალიან მტანჯავს ზოგიერთი აზრი.
- ისინი აშმაკისაგან არიან. მშვიდად იყავი და ნუ მოუსმენ მათ. შენ მგრძნობიარე, ფაქიზი ადამიანი ხარ, ეშმაკი შენი მგრძნნობიარობით სარგებლობს და გინერგავს ჩვენას, რომ ზოგიერთ მოსაზრებას ზედმეტი ყურადღება მიაქციო. ის მათზე მიაჯაჭვავს შენს გონებას და ტყუილუბრალოდ იტანჯები. მაგალითად, მან შესაძლოა, გმობის აზრები ჩაგინერგოს დედა–იღუმენიას ან სულაც ჩემს მიმართ.ყურს ნუ დაუგდებს ამ აზრებს. თუ გმობის აზრებს თუნდაც მცირეოდენ ყურადღებას მიაქცევ, მათ შეუძლიათ, დაგტანჯონ , სრულიად დაგანგრიონ. შენთვის ცოტაოდენი კეთილი გულგრილობაა საჭირო. გმობის ზრახვებით ეშმაკი ხშირათ ღვთისმოსავ და ძალიან მგრძნობიარე ადამიანეებს ტანჯავს. ის ძალიან აზვიადებს მათ დაცემას მათსავე თვალში, რათა მწუხარებაში ჩააგდოს. ეშმაკი ესწრაფის, სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს ისინი,რომ თვითმკვლელობით დაასრულონ სიცოცხლე; მაგრამ, თუ ეს არ გამოუვა, მაშინ ცდილობს, უკიდურეს შემთხვევაში, ჭკუიდან შეშალოს და მწყობრიდან გამოიყვანოს ისინი. თუ ამასაც ვერ მოახერხებს, ისიც სიამოვნებას ანიჭებს, რომ მწუხარებასა და მოწყინებაში აგდებს მათ.

ერთხელ შევხედი ადამიანს, რომელიც გამუდმებით იფურთხებოდა, მის შესახებ მითხრეს, ეშმაკისგან არის შეპყრობილიო.
- „ასე არ არის, – მივუგე მე, – ეშმაკეულები ასე არ იქცევიან.“ და მართლაც, როგორც დანამდვილებით შევიტყვე, ამ საბრალოს ისეთი არაფერი დაეშავებინა, რომ შეპყრობილი გამხდარიყო. ის ობლობაში იზრდებოდა და მგრძბობიარობით გამოირჩეოდა. ამასთან მემარცხენე აზრები და ცოტა ავადმყოფური წარმოსახვა ჰქონდა. ეშმაკმა ეს ყოველვე კარგად შენიშნა და გმობის აზრების გზავნა დაიწყო, ხოლო, როდესაც ეს აზრები მიუვიდოდა, იმის სურვილით, რომ გმობისაგან გათავისუფლებულიყო, “აფურთხებდა“ მათ. ვინც ამას შორიდან აკვირდებოდა, ყველა თვლიდა ,რომ ის შეპყრობილი იყო.

აი ასე: მგრძნობიარე დოღლაპია გმობის ზრახვებს აფურთხებს, სხვები კი ეუბნებიან, ეშმაკეული ხარო!
ხშირად გმობის ზრახვები ადამიანს ეშმაკის შურის გამო მოსდის, განსაკუთრებით – ღამისთევის ლოცვის შემდეგ. ხდება, რომ დაღლილობისაგან მკვდარივით ეცემი და მტრისთვის წინააღდეგობის გაწევა არ შეგიძლია. აი, სწორედ ასეთ დროს ბოროტმექმედ ეშმაკს გმობის ძრახვები შემოაქვს შენში. შემდეგ კი, რადგანაც სურს, დაგაბნიოს ან სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდოს, დაგიწყებს ჩაგონებას: – “ასეთი ზრახვები თვით ეშმაკსაც კი არა აქვს, მორჩა, შენ ვეღარ ცხონდები.“ ეშმაკს შეუძლია, რომ გმობის აზრები ადამიანში თვით სულიწმიდის მიმართაც კი ჩანერგოს, შემდეგ კი უთხრას, რომ სულიწმიდისგმობა მიუტევებელი ცოდვაა.
– წმიდაო მამაო, შესაძლებელია, რომ გმობის აზრების შემოტევა თვითონ ჩვენივე ბრალი იყოს?
– დიახ. შესაძლოა, ადამიანმა თვითონვე მისცეს მიზეზი ასეთი აზრის გაჩენას. თუ გმობის აზრები გადამეტებული მგრძნობიარობით არ არის გამოწვეული, მაშინ ისინი ამპარტავნების, განკითხვის და სხვა მსგავსი ცოდვების გამო მოდიან. ამიტომ, თუკი მოღვაწეობისას ურწმუნოებისა და გმობის ზრახვები გაქვთ, იცოდეთ, რომ თქვენი ღვაწლი ამპარტავნებით აღესრულება. ამპარტავნება აბნელებს გონებას, დასაბამს უდებს ურწმუნოებას და ადამიანი საღვთო მადლის საფარველს მოაკლდება. გარდა ამისა, გმობის აზრები ეძალებიან იმ ადამიანს, რომელიც საჭირო წანამძღვრებს არ ფლობს და დოგმატური საკითხების კვლევას ცდილობს.