მთავარი გვერდი > წმინდანთა სახელები, მათი ხსენების დღეები და სახელთა მნიშვნელობის განმარტება > მამათა სახელები
წმინდანთა სახელები, მათი ხსენების დღეები და სახელთა მნიშვნელობის განმარტება

ნადირა - ყოველთა წმ. 24.12
ნავროზა - ყოველთა წმ. 24.12
ნაზარი - ღვთისადმი შეწირული (ებრ.)
  ◦ რომაელი, მედიოლანელი, მოწამე; 27.10
  ◦ ქუთათელ-გენათელი მიტროპ. მღვდელმოწ. 27.08
ნარიმანი - ნარის სული (ირან.)
  ◦ ყოველთა წმ. 24.12
ნარკისი - ნარცისი (ბერძ.)
  ◦ მოციქ. 70-თაგანი, ეპისკ. ათინელი; 17.01; 13.11
ნასყიდა - ყოველთა წმ. 24.12
ნაუმი -N ნუგეში (ებრ.)
  ◦ ოხრიდელი, მოციქ. სწორი, აღმს. 9.08
  ◦ წინასწარმეტყველი; 14.12
ნეონი - კერკირელი, მოწამე; 11.05
  ◦ კილიკიელი, მოწამე; 11.11
  ◦ კლავდიოპოლელი, მოწამე; 11.10
  ◦ ლაგონიელი, მოწამე; 29.01
  ◦ ნიკომიდელი, მოწამე; 7.05
ნეოფიტე - ახალნერგი (ბერძ.)
  ◦ ნიკიელი, მოწამე; 3.02
  ◦ ტარსელი (კილიკიელი), მოწამე; 4.09
  ◦ ურბნელი, ეპისკ. მღვდელმოწ. 10.11
ნერანგიოსი - ქართველი, მოწამე; 28.04
ნერსე - ქებული, განთქმული, ცნობილი კაცი (ფალაური)
  ◦ მთავაეპისკოპოსი; 14.07
  ◦ სციაგარცადატელი (სპარსი), ეპისკ. მღვდელმოწ. 13(12).03; 14.03
  ◦ თესალონიკელი, მოწამე; 9.11
ნიკანდრე - გამარჯვებული ვაჟკაცი (ბერძ.)
  ◦ ეგვიპტელი, ექიმი, მოწამე; 28.03
  ◦ ეგვიპტელი, მებრძოლი, მოწამე; 18.06
  ◦ მელიტინელი, მოწამე; 20.11
  ◦ მირონიელი, ეპისკ. მღვდელმოწ. 17.11
ნიკანორი - გამარჯვებული, მხილველი (ბერძ.)
  ◦ მოციქ. 70-თაგანი, დიაკ. მღვდელმოწ. 17.01; 10.08; 10.01
ნიკიტა - გამარჯვებული, ძლევამოსილი (ბერძ.)
  ◦ აპოლონიადელი, მთავარეპისკ. აღმს. 2.04
  ◦ გუთელი, კონსტანტინოპოლელი, დიდმოწ. 28.09
  ◦ კონსტანტინოპოლელი, აღმს. ღირს. 26.10
  ◦ კონსტანტინოპოლელი; 22.09
  ◦ მიდიკიელი, აღმს. იღუმენი; 16.04
  ◦ ქალკედონელი, ეპისკ. აღმს. 10.06
ნიკიფორე - ძლევამოსილი (ბერძ.)
  ◦ ანტიოქიელი, მოწამე; 22.02
  ◦ კატავადელი, იღუმენი; 2.05
  ◦ კესარიელი (პალესტინელი), მოწამე; 26.11
  ◦ კონსტანტინოპოლელი, პატრ. აღმს. 26.03; 15.06
  ◦ კორინთელი, მოწამე; 23.03; 13.02
ნიკოდიმოსი - ხალხის მძლეველი, დამმარცხებელი (ბერძ.)
  ◦ იესო ქრისტეს საიდუმლო მოწაფე; 15.08; მენელსაცხებელ დედათა კვ.
  ◦ რუმინელი, ღირსი; 26.12
  ◦ სერბი, მთავაეპისკ. 24.05
ნიკოლოზი - ხალხის მძლეველი (ბერძ.)
  ◦ იაპონელი, მთავარეპ. მოციქ. სწორი; 16.02
  ◦ კათალიკოსი; 2.02; (3.03)
  ◦ მირონ-ლუკიის მთავაეპ. საკვირველმოქმ. 22.05; 19.12
  ◦ სებასტიელი, მოწამე; 22.03
  ◦ სლავი, სქემმონაზონი; 6.01
  ◦ სტუდიელი, იღუმენი, აღმს. 17.02
  ◦ ქართველი (დვალი), მოწამე; 25.02
  ◦ ქართველი მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი, ღირს. 16.11
ნიკონი - მძლეველი (ბერძ.)
  ◦ კლავდიოპოლელი, მოწამე; 11.10
  ◦ მელიტინელი, მოწამე; 20.11
  ◦ სიცილიელი, ეპისკ. მღვდელმოწ. 5.04
ნიკოსტრატი - მებრძოლი, მძლეველი (ბერძ.)
  ◦ რომაელი, მოწამე; 31.12
ნიკტოპოლიონე - სახელმწიფო საქმეებზე ღამით მშრომელი (ბერძ.)
  ◦  სებასტიელი, მოწამე; 16.11
ნილოსი - მდინარე ეგვიპტეში, შავი (ინდ.)
  ◦ ეგვიპტელი, ტვირელი, ეპისკ. მღვდელმოწ. 30.09
  ◦ მმარხველი, სინაელი, განდეგილი, ხუცესი; 25.11
ნინია - ყოველთა წმ. 24.12
ნიტე - მბრწყინავი, ნათელი (ლათ.)
  ◦ სირიელი, მოწამე; 10.11
ნიფონტი - ფხიზელი (ბერძ.)
  ◦  კვიპრელი, ეპისკ. 5.01
ნოდარი - ყოველთა წმ. 24.12
ნოე - ნუგეში (ებრ.)
  ◦   წმ. მამათავართა კვ.
ნოშრევანი - უხრწნელი, უკვდავი სული (სპ.)
  ◦    ყოველთა წმ. 24.12
ნუგზარი - ყოველთა წმ. 24.12