მთავარი გვერდი - ლოცვანი |
ძილად მისვლის ლოცვანი ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ. მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოვლისავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო სულნი ჩვენნი.1 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის). ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ. ამის შემდეგ ეს ტროპარნი: მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონთ ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ.
ლოცვა 1 –ლი, წმიდისა დიდისა მაკარისა ღვთისა მამისადმი ღმერთო საუკუნეთაო და მეუფეო ყოვლისა არსებისაო, რომელმან ღირს მყავ მე მოწევნად ჟამსა ამას, მომიტევენ მე ცოდვანი ჩემნი, რომელნიცა ვქმენ დღეინდელსა დღესა, საქმით, სიტყვით და გულისხმისყოფით; და განწმიდე, უფალო, მდაბალი სული ჩემი ყოვლისა ბიწისაგან ხორცისა და სულისა, და მომეც მე, უფალო, ღამესა ამას შინა ძილად მისვლა მშვიდობით, რათა აღვსდგე მდაბლისა ჩემისა სარეცელისაგან, სათნო ვეყო წმიდასა სახელსა შენსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და განვა გდო მ ბრძოლნი მტერნი ჩემნი, ხორციელნი და უხორცონი, და მიხსენ მე, უფალო, ამაო ი სა გულისთქმათაგან, შემაგინებელთა ჩემთა, და საწადელთაგან ბოროტთა, რამეთუ შენი არს მეუფება, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ლოცვა მე-2 უფლისა იესო ქრისტესი უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე უღირსი ესე მონა შენი, და განფხვარ გონებ ი სა ჩემისაგან გულის-სიტყვა უჯერო და ვნებ უ ლი, რომელი-ეგე კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ლოცვა მე-3 სულისა წმიდისადმი უფალო, მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა, რაოდენიცა ვითარცა კაცმან ვსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიედ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა; გინა თუ ვფუცე სახელი შენი წმიდა, გინა თუ ვაფიცე, გინა ცილი ვწამე. გინა თუ ვგმე გონებითა, გინა თუ ვაგინე ვისმე, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა, გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ურცხვინოებით ვზრახე, ანუ ბილწებით, გინა ვიცინე უგნურებით, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონე ბე ლი ვიხილე და მისდამი დავლსბი. ანუ შეუტყუვებელნი ჩემნი კადნიერები ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა. ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელ ს– ვყოფდი უსჯულოებათა, გინა თუ ლოცვა ჩემი უდებ – ვყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიეს და არა მახსოვ ა ნ, – უფალო, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ, მამ ა სა და ძ ე სა და წმიდისა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ლოცვა მე-4, წმიდისა მაკარი დიდისა უფალო, ღმერთო ჩვენო, რაიცა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოსი შენი, მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა და შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ლოცვა მე–5, წმიდისა ანგელო ზ ისა მიმართ წმიდაო ანგელო ზ ო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, მცველო და მფარველო მდაბლისა სულისა და ხორცთა ჩემთაო, რაოდენიცა რა განგამწარე, ანუ შეგაწუხე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, ანუ საქმით, შემინდევ და დამიფარე ღამესა ამას ყოვლისა განცდისა საბრთხეთაგან ეშმაკისათა, რათა არა განვარისხო კაცთმოყვარე ღმერთი, და აღმხოცოს წიგნისა მისგან ცხოველთასა, არამედ ღირსად გამომაჩინე მისისა კაცთმოყვარეობისა და სახიერებისა, რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად წმიდა სახელი მისი უკუნითი უკუნისამდე, ამინ. კონდაკი ღვთისმშობელისა ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მომანი შენნი. არამედ, ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო. ლოცვა წმიდისა იოანიკე დიდისა სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.
ლოცვა წმიდისა იოანე დამასკელისა განანათლენ თვალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუ უკ უ ე დავიძინო მე სიკვდიდ, ნუ სადა სთქვას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ყოვლად დიდებულო, დედა ო ღვთისაო და წმიდათა ანგელო ზ თა უწმიდესო, დაუდუმებელად გადიდებთ გულითა და პირითა, და ღვთისმშობლად აღგიარებთ შენ, რამეთუ ჭეშმარიტად გვიშევ ჩვენ ღმერთი ხორცითა, და მეოხ ხარ მარადის სულთა ჩვენთათვის.
ლოცვა მე–6, პატიოსნისა და ცხოველსმყფელისა ჯვარისადმი
ლოცვა, სათქმელი ცალკე გვიხსენ, გვილხინე და მოგვიტევენ, ღმერთო, ცოდვანი ჩვენნი ნებსითნი და უნებლიეთნი, საქმითნი, სიტყვითნი. გულის-სიტყვითნი და მოგონებითნი, დღისითნი და ღამითნი, გონებით და გულისხმისყოფით, ყოველნივე ცოდვანი ჩვენნი შეგვინდევ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან. ლოცვ ა სახიერო უფალო, შეუნდევ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შსეგვიწყალენ (3–გზის) უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისატა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.
ლოცვა დაწოლის წინ სავედრებელიყვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ სამარადისო
ყოვლისა ნათესავისა კაცთასა სასოებაო და სიტკბოებაო, სამკაულო ყოველთა არსთა შექმნილთა, უბრწყინვალესო ნათელო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რომელმან პირველ ჟამთა გამომხსნელი იგი ნათელი აღსასრულსა ჟამთასა ხრცითა გვიშევ ჩვენ და ბნელისა იგი მაოტებელი ცისკარი მზისა მის სიმართლისა დასვლასა მზისასა, ვითარცა ელვა, აღმოგვიბრწყინვე, მოგვიხსენენ ჩვენცა, რომელნი ესე მოსრულ ვართ თაყვანისცემად სიწმიდისა შენისა და წადიერად სურვილით ვხადით სახელსა შენსა წმიდასა, წარსრული ამის დღისა მტერისა მიერნი წყლულებანი სულთა ჩვენთანი განაქარვენ, რამეთუ შენ გესავთ, მოიხილე ჩვენზედა ტკბილითა მაგით მეოხებითა შენითა, უბიწოო, წყალობის მომრთმეველ გვექმენ ჩვენ ძისაგან შენისა, რათა სიბნელესა ამას წინამდებარესა ღამისასა შენ მიერ ყოველთაგან საფრთხეთა და დაბრკოლებათა ეშმაკისათა უვნებელად თანაწარვხდეთ და კვალად ცისკრისა გალობასა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ, დიდებისმეტყველებად და მადლობისა შეწირვად ძისა და ღვთისა შენისა, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაწოლის წინ გამოისახე პირჯვარი და ჯვარი გადასახე სარეცელსაც შემდეგი სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.“ 1აღდგომიდან ამაღლებამდე ამ ლოცვის ნაცვლად იკითხება ტროპარი: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი" (3-გზის). ამაღლებიდან სულთმოფენობამდე ლოცვებს ვიწყებთ „წმიდაო ღმერთო"-თი
|