მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ზაქარია მმარხველი, პეჩორელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ზაქარია მმარხველი, პეჩორელი (13-14) მოღვაწეობდა პეჩორის შორეულ გამოქვაბულებში. ღირსი მამა გამოირჩეოდა განსაკუთრებული მმარხველობით:ცეცხლზე დამზადებულ საკვებს არ ღებულობდა, იკვებებოდა მხოლოდ ბალახით, ჭამდა დღეში ერთხელ, მზის ჩასვლის შემდეგ. მისი ღვაწლი სათნოეყო უფალს. მხოლოდ მისი სახელის გაგონებაზეც კი ბოროტი სულები კრთოდნენ. წმიდა მამას ანგელოზთა ხედვისა და წინასწარცნობის ნიჭიც ჰქონდა მინიჭებული.

ღირს იაკობ აღმსარებელს აიგივებენ წმიდა იაკობ ეპისკოპოსთან, რომელიც 21 მარტს იხსენიება.