მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოსებ ანალიტელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოსებ ანალიტელი, რაითელი „ბრძენ იყო.. და სწავლულ ყოვლითა საქმითა, და ღმერთ იყო მის თანა“. ერთხელ სულიერი დამოძღვრის სათხოვნელად წმიდანთან მისულმა ბერმა კარის ღრიჭოდან „იხილა იგი ყოვლადვე თავითგან ვიდრე ფერხამდე, ვითარცა ცეცხლი მოტყინარს, დგა რაი იგი ლოცვისასა შინა თვისსა“, როცა მამა იოსებმა შეიტყო, რომ გაცხადდა „საქმე მისი“, „შეეშინა... ნუუკუ აწყინებდნენ მას ძმანი“ და ღმერთს ევედრა, დაეფარა მისი ღვაწლი. ამ დღიდან წმიდანი არავის ეჩვენებოდა.

ექვსი ლის შემდეგ. წმიდა იოსებმა მისი მოწაფის, ამბა გელასის სენაკის კარზე დააკაკუნა. „და განვიდა ამბა გელასი და პოვა მოძღვარი იგი თვისი მდგომარე კარსა ზედა“. გელასიმ უსაყვედურა მოძღვარს, რად დამტოვეო ობლად, წმიდა მამამ კი მიუგო, უწყის უფალმა, მე არსად წავსულვარ, არც წმიდა ზიარებას მოვკლებივარ, მაგრამ „თქვენგანი არავინ მხედვიდაო“. შემდეგ მოსვლის მიზეზიც გააცხადა:“დღეს მივიცვალები ხორცთა ამათგან უბადრუკთა უფლისა ჩემისა და ვინებე, რაითამც შენ დაჰმარხნენ იგინი“. ამბა გელასი ყურადღებით უსმენდა მოძღვრის უკანასკნელ დამოძღვრას „სარგებლისათვის სულისა და მოლოდებისათვის კეთილისა მერმისა საუკუნოისა“. ბოლოს მამა იოსებმა გულზე ხელები დაიწყო და მიიცვალა „პირი მისი ბრწყინავდა ვითარცა მზე“.

ბერებმა პატივით დაკრძალეს წმიდა ცხედარი. ეს მოხდა რაითელ ბერების მოწყვეტამდე, მე-4 საუკუნეში.