მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ბარლაამ კრეტელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ბარლაამ კრეტელი მე-16 საუკუნეში მღვდელმსახურებდა თეთრი ზღვის სანაპიროზე. მის ფიზიკურ და სულიერ ღვაწლს შორის განსაკუთრებული იყო მეზღვაურებზე ლოცვითი ზრუნვა. მისი თანამედროვნი ხშირად გადარჩენილა აშკარა დაღუპვას წმიდანის ლოცვითა და მისი სახელის მოხმობით. წმიდა ბარლაამმა სახელი გაითქვა სიკვდილის შემდგომი სასწაულებითაც. მისდამი აღვლენილი ლოცვებით მრავალი განწირული გადარჩენილა დახრჩობას.