მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი პატაპი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი პატაპი დაიბადა ქალაქ თებესში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. წმიდანმა ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა. მრავალი წლის შემდეგ პატაპიმ ასკეტური ღვაწლით შორს გაითქვა სახელი და ურიცხვმა ხალხმა დაიწყო მასთან სიარული რჩევა-დარიგების სათხოვნელად. მაშინ ღირსი მამა, რომელიც მდუმარებას ეძიებდა, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და ვლაქერნის ტაძრის მახლობლად გალავანთან სენაკი მოიწყო. მალე პატაპის სახელი აქაც გახმიანდა. უფალმა თავის რჩეულს კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. ღირსი პატაპი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა.