მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსმოწამე ონოფრე (ევროპაში-მათე)
#წმინდათა ცხოვრება

ღირსმოწამე ონოფრე (ევროპაში-მათე), ბულგარეთში დაიბადა. მან კარგი განათლება მიიღო და ბრწყინვალე მომავალიც ელოდა, მაგრამ ღვთისმოსავმა ჭაბუკმა ათონის მთას მიაშურა და ხილენდარის მონასტერში მანასეს სახელით აღიკვეცა ბერად. თურმე ერთხელ, ბავშვობაში, მამას მათე ანცობისთვის დაუსჯია და გაბრაზებულს ბავშვზე უაზროდ დაუყვირია:“გავთურქდები“, ქრისტიანობის ამ უნებლიე, სიტყვიერი გმობის გამო სინანულმა მიიყვანა იგი წმიდა მთაზე, მაგრამ ათონელ ბერთა მკაცრი ცხოვრების მკაცრმა წესმაც ვერ დააკმაყოფილა, ქრისტესათვის წამების სურვილი აღეძრა და თავისი გულისნადები გამოცდილ მოძღვარს, ნიკიფორეს გაუმხილა. ნიკიფორემ სქიმით შემოსა მოშურნე ბერი, ონოფრე უწოდა და თურქების კუთვნილ კუნძულ ქიოსზე გაგზავნა, სადაც წმიდანმა დაგმო ყურანის ცრუსიბრძნე და მხნედ აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს და ზღვაში გადააგდეს.