მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოდორე სტუდიელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოდორე სტუდიელი (ხს.11 ნოემბერს) სტუდიონის მონასტრის წინამძღვარი იყო მე-8, მე-9 საუკუნეების მიჯნაზე. ხატმბრძოლთაგან დევნილი წმიდანი აკრირის ხერსონებში გარდაიცვალა 826 წელს. 844 ან 845 წელს, პატრიარქ მეთოდეს დროს, ღირსი თეოდორეს პატიოსანი ნეშტი  კონსტანტინოპოლში გადაასვენეს  და ბიძამისის-ღირსი პლატონის(ხს.5 აპრილი) და ძმის-წმიდა იოსების უხრწნელ ნაწილებთან დაფლეს სტუდიონის მონასტერში. 26 იანვარს წმიდა ეკლესია სწორედ ამ მოვლენას აღნიშნავს.