მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

პეტრე გალატიელი
#წმინდათა ცხოვრება

პეტრე გალატიელი 9 წლის იყო, როდესაც ღვთის სიყვარულისთვის  დატოვა მშობლიური სახლი და იერუსალიმს მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიაში დაემკვიდრა. აქ წმიდანმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. საზრდელს მხოლოდ დღეგამოშვებით ღებულობდა. გულმოდგინე მოღვაწეობისათვის მან უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი მამა 429 წელა გარდაიცვალა, 90 წლის ასაკში.