მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამეები:მარკელე, ფილაგრე და ბაგრატი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამეები:მარკელე, ფილაგრე და ბაგრატი წმიდა პეტრე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მანვე დაადგინა ისინი ეპისკოპოსებად:მარკელე-სიცილიაში, ფილაგრე-კვიპროსში, ბაგრატი კი-ტავრომენიონში. წარმართებს შორის ქრისტიანობის ქადაგებისათვის წმიდა მღვდელმთავრები მოწამეობრივად აღესრულნენ.