მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 81

1ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს.

2ვიდრემდის შჯიდეთ სიცრუესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა?

3უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, და მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ;

4განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსენით იგი.

5არა ცნეს, არცა გულისჴმა-ყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი.

6მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი;

7ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით და, ვითარცა ერთი მთავართაგანი, დაეცემით.

8აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანა, რამეთუ შენ დაიმკჳდრო ყოველთა შორის წარმართთა.


წინა თავი შემდეგი თავი