მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მსაჯულნი
თავი 14

1და შთავიდა სამსონ თამნთად და იხილა მუნ დედაკაცი ასულთაგან უცხოთესლთასა. და სათნო-უჩნდა იგი წინაშე მისსა.

2და მოვიდა და უთხრა მამასა და დედასა თჳსსა და ჰრქუა მათ: ვიხილე დედაკაცი თამნათას ასულთაგან უცხოთესლთაჲსა, და აწ მომგუარეთ მე იგი ცოლად.

3და ჰრქუეს მას მამამან და დედამან: არა ნუ არიანა დედანი ძმათა შორის შენთა და ერსა შორის შენსა. და აწ შენ მიხუალ მოყვანებად ცოლად ასულთაგან უცხოთესლთაჲსა წინადაუცუეთელთა? და ჰრქუა მამასა თჳსსა სამსონ: იგი მომგუარეთ, რამეთუ იგი სთნავს თუალთა ჩემთა.

4ხოლო მამასა და დედასა მისსა ვერ გულისჴმა-ეყო, რამეთუ უფლისა მიერ არს. რამეთუ შურისგებასა ეძიებდა უფალი უცხოთესლთაგან, ხოლო მათ ჟამთა შინა უფლებდეს ისრაჱლთა ზედა.

5და შთავიდა სამსონ და დედაჲ და მამაჲ მისი თამნათად და მიაქციეს ვენაჴოანსა მას თამნათაჲსსა, და აჰა ესერა, ლეკჳ ლომისა იზახებდა და მოეგებვოდა მას.

6და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისმან და დააკუეთა იგი, ვითარცა თიკანი თხათაჲ და არა რაჲ იყო ჴელთა შინა. ხოლო მან არა უთხრა მამა-დედასა მისსა, რაჲ-იგი ყო.

7და შთავიდეს და ეტყოდეს დედაკაცსა მას და სათნო-უჩნდა იგი წინაშე თუალთა სამსონისთა.

8და მოვიდეს შემდგომად დღეთა მათ მოყვანებად მისსა და მიაქცია სამსონ ხილვად ლომის ლეკჳ, ესერა, ფუტკარი შეკრებილ იყო პირსა მის ლომისასა და გოლი თაფლისა.

9გამოიღო პირისა მის ლომისაგან და ვიდოდა სლვით და ჭამდა და სცა მამა-დედასა თჳსსაცა და ჭამეს და არა უთხრა, ვიდრე მოიღო თაფლი იგი.

10და შთავიდეს იგინი დედაკაცისა მის და ყო მუნ სამსონ სუმაჲ შჳდ დღე, რამეთუ ესრეთ ყჳან ჭაბუკთა.

11და იყუნეს შეძრწუნებულ მისგან და დაადგინნეს მის თანა გმირნი ოცდაათნი, და იყოფოდენ მის თანა.

12და ჰრქუა მათ სამსონ: დაგიდვა თქუენ იგავი და, უკუეთუ მითხრათ მე შჳდთა ამათ დღეთა სუმისათა, მოგცე თქუენ ოცდათი არდაგი და ოცდათი კუართი.

13და უკუეთუ ვერ მითხრათ მე, თქუენ მომეცით ოცდაათი არდაგი კუართი. ხოლო მათ ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ იგავი შენი და ვისმინოთ იგი.

14და ჰრქუა მათ სამფსონ: მჭამელისაგან გამოჴდა ჭამადი და ძლიერისგან გამოჴდა ტკბილი. და ვერ უძლეს მათ თხრობად იგავი იგი სამთა მათ დღეთა.

15და ჰრქუეს ცოლსა სამსონისსა: გამოჰკითხე შენ ქმარსა შენსა და გითხრას შენ იგავი იგი, რათა არა დაგწუათ შენ და სახლი მამისა შენისა ცეცხლითა.

16და მიერითგან იწყო ტირილად ცოლმან სამსონისმან და ეტყოდა მას: მომიძულე მე. რამეთუ იგავი იგი, რომელ უთხრა ძეთა დედისა ჩემისათა, არა მითხარ მე. და ჰრქუა მას სამსონ: მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა არა უთხარ იგი და შენ გითხრა იგი?

17და ტიროდა იგი შჳდთა მათ დღეთა, რომელთა შინა იყო სუმაჲ იგი. და იყო, დღესა მას მეშჳდესა უთხრა მას იგავი იგი, რამეთუ შეაურვა მას და მოაწყინა. და მან უთხრა ძეთა დედისა თჳსისათა.

18და თქუეს კაცთა მათ მის ქალაქისათა დღესა მას მეშჳდესა ვიდრე დასლვად მზისა: რაჲ უტკბილეს არს თაფლისა, ანუ რაჲ უძლიერეს არს ლომისა? მიუგო სამსონ და ჰრქუა მათ: არა თუმცა დასაჯეთ დიაკეული ჩემი, ვერმცა ჰპოეთ იგავი ჩემი.

19და წარიმართა მის ზედა სულმან უფლისამან, და შთავიდა ასკალონდ და დაესხა მუნ ოცდაათსა კაცსა. და მოიღო და მისცა მათ სამოსელი იგი, რომელთა უთხრეს მას იგავი იგი მისი. და განრისხნა გულისწყრომით სამსონ და წარვიდა სახიდ მამისა თჳსისა.

20ხოლო ცოლი იგი სამსონისი შეირთო ძმამან მისმან, რომელ-იგი იყო მოყუასი მისი.


წინა თავი შემდეგი თავი