მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 2

1ესე ხილვაჲ მსგავსებისა დიდებისა უფლისაჲ; და ვიხილე და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა და მესმა ჴმაჲ მეტყუელისაჲ ჩემდამო. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო! დადეგ ფერჴთა ზედა შენთა და ვიტყოდი შენდამი.

2და მოვიდა ჩემ ზედა სული, და აღმიღო მე, და აღმადგინა მე, და დამადგინა მე ფერჴთა ჩემთა ზედა და მესმოდა მისი, მეტყუელისაჲ ჩემდამო;

3და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, მიგავლენ მე შენ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, განმამწარებელთა მიმართ ჩემთა, რომელთა განმამწარეს მე, მათ და მამათა მათთა, და შეურაცხ-მყოფ იქმნეს ჩემდამო ვიდრე დღესისამდე დღისა.

4და ძენი პირფიცხელნი და გულმყარნი, რომელთა მიმართ მე მიგავლენ შენ მათდამი, და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი უფალი.

5ისმინონ დათუ სადმე, ანუ შეიკდიმონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს, და ცნან, ვითარმედ წინაწარმეტყუელი ხარ შენ საშუალ მათსა.

6და შენ, ძეო კაცისაო, ნუ ეშიშვი მათ, ნუცა განჰკრთები პირისაგან მათისა მით, რამეთუ განკსუვდენ და ზედშეკრბენ შენ ზედა გარემოჲს და საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ; სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები,

7რამეთუ სახლი განმამწარებელთა არს; და არქუთ სიტყუაჲ ჩემი მათ; უკეთუ არა ისმინონ სიტყუაჲ ჩემი, ანუ თუ განჰკრთენ, რამეთუ სახლი განმამწარებელთა არს.

8და შენ, ძეო კაცისაო, ისმინე მეტყუელისაჲ შენდამი: ნუ იქმნები განმამწარებელ, ვითარცა სახლი განმამწარებელი; აღყავ პირი შენი და ჭამე, რომელთა მე მიგცემ შენ.

9და ვიხილე და, აჰა, ჴელი განმარტებული ჩემდამო, და მას შინა თავი წიგნისაჲ. და განგრაგნა იგი წინაშე ჩემსა და იყვნეს მას შინა დაწერილებ წინა და უკან, და იყო მის შორის გოდება, და გურინვაჲ და კილოვნობა და ვაებაჲ.


წინა თავი შემდეგი თავი