მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 48

1და ესე სახელები ტომებისაჲ დასაბამისაგან ჩრდილოჲთკერძისა ადგილით კერძო შთასლვისა განმხეთქელისა შესავალსა თანა ემათ; ეზოსა ავნანისსა საზღუარი დამასკისაჲ ჩრდილოდ კერძო. ნაწილისა კერძ ეზოსა ემათისსა, და იყვნენ მათდა აღმოსავალთაჲთკერძონი ვიდრე ზღუადმდე დანისსა - ერთი.

2და საზღვართაგან დანისთა აღმოსავალთაჲთ კერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ასირისსა - ერთი.

3და საზღვართაგან ასირისთა აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ნეფთალიმისა, - ერთი.

4და საზღვართაგან ნეფთალემისთა - აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე მანასისსა - ერთი.

5და საზღვართაგან მანასისთა აღმოსავალთაჲთკერძოთაგან ვიდრე ზღუამდე ეფრემისსა - ერთი.

6და საზღვართაგან ეფრემისთა აღმოსავალთაჲთკერძოთგან ვიდრე ზღუამდე რუბინისსა - ერთი.

7და საზღვართაგან რუბინისთა აღმოსავალთაჲთათკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე იუდაჲსა - ერთი.

8და საზღვართაგან იუდაჲსთა აღმოსავალთათკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე იყოს დასაბამი განჩინებისაჲ ხუთ და ოც ათასეულნი სივრცით და სიგრძით, ვითარცა ერთი ნაწილთაგანი აღმოსავალთაჲთკერძოთგან ვიდრე ზღუადმიმართამდე, და იყოს წმიდაჲ შორის მათსა.

9დასაბამი, რომელსა განუჩინებენ უფალსა, სიგრძე ხუთ და ოც ათასეული და სივრცე ათი ათასეულ.

10და ესე იყავნ დასაბამ წმიდათა მღდელთათჳს ჩრდილოდ მიმართ ხუთ და ოც ათასეულ და ზღუად მიმართ სივრცე ათი ათასეული და აღმოსავალთაჲთ მიმართ ათი ათასეული და ჩრდილოდ მიმართ სიგრძე ხუთ და ოც ათასეული და უფლისაჲ წმიდაჲ იყოს შორის მათსა.

11მღდელთათჳს განწმედილთა, ძეთა სადდუკისთა, რომელნი სცვენ საცავთა სახლისათა, რომელნი არ შესცთეს ცთომასა შინა ძეთა ისრაჱლისათასა ვითარსახედ სცთეს ლევიტელნი,

12და იყავნ მათდა დასაბამი მიცემული დასაბამთაგან ქუეყანისათა წმიდაჲ წმიდათა, საზღვართაგან ლევიტელთაჲსა.

13ხოლო ლევიტელთა მახლობელნი საზღვრებსა მღდელთასა, სიგრძე ყოველი ხუთი და ოც ათასეული და სივრცე ათი ათასეული.

14არა განისყიდოს მათგანი, არცა განიზომოს, არცა განეხუნენ პირველნი ნაშრომნი ქუეყანისანი, რამეთუ წმიდაჲ უფლისაჲ არს.

15ხოლო ხუთთა ათასეულთასა მეტნი სივრცესა შინა ხუთთა ზედა და ოცთა ათასეულთა გარემოზღუდვილობა იყავნ ქალაქისა სამკჳდრებელად და ხანად მისსა. და იყოს ქალაქი შორის მისსა.

16და ესე საზომნი მისნი აღმოსავალითკერძოთაგან - ხუთას და ოთხ ათასეულ და ჩრდილოჲთკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ. და სამხრითკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ და ზღჳთკერძოთგან - ხუთას და ოთხ ათასეულ.

17და იყოს განხანებულ ქალაქი ჩრდილოდ მიმართ - ორას ერგასის და ზღუად მიმართ - ორას ერგასის და სამხრად მიმართ - ორას წყრთა და აღმოსავალთა მიმართ - ორას ერგასის.

18და ნამეტნავი სიგრძისა, მახლობელი დასაბამისა წმიდათაჲსა, ათი ათასეული აღმოსავალთაჲთ კერძო, და ათი ათასეული ზღუად მიმართ, და იყვნენ წინაშე დასაბამისა წმიდისაჲსა, და იყვნენ ნაშრომნი მათნი პურებად მოქმედთათჳს ქალაქისათა.

19ხოლო მოქმედნი ქალაქისანი იქმოდეთ მათ ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა.

20ყოველი დასაბამი ხუთ და ოც ათასეულ ხუთსა ზედა და ოცსა ათასეულსა ოთხ კედელსა განუჩინეთ იგი დასაბამად წმიდისა-დაპყრობისაგან ქალაქისა.

21ხოლო ნამეტნავი - წინამძღუარსა ამისგან და იმისგან, დასაბამი წმიდათაჲ დასაპყრობელად ქალაქისა პირისპირ ხუთ და ოც ათას სიგრძით, საზღვართაგან აღმოსავალადმიმართთა და ზღუადმიმართთა პირსა ზედა ხუთ და ოც ათასეულთასა ვიდრე საზღვართამდე ზღუადმიმართთა, მახლობელთა ნაწილებსა წინამძღვრისასა, და იყოს დასაბამი წმიდისა და სიწმიდე სახლისა შორის მათსა.

22და დაპყრობისაგან ლევიტელთასა და დაპყრობისაგან ქალაქისა საშუალ წინამძღვრისა იყოს, საშუალ საზღვართა იუდაჲსთა და საშუალ საზღვართა ბენიამენისთა წინამძღუარსა ეყოს.

23და ნეშტი ტომთაჲ აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ვიდრე ზღუადმიმართთამდე ბენიამენს - ერთი.

24და საზღვართაგან ბენიამენისთა აღმოსავალთათკერძოთაგან ვიდრე ზღვადმიმართამდე სჳმეონს - ერთი.

25და საზღვართაგან სჳმეონისთა აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ზღუადმიმართთამდე იზაქარს - ერთი.

26და საზღვართაგან იზაქარისთა აღმოსავალადმიმართთაგან ზღუადმიმართთამდე ზაბულონს - ერთი.

27და საზღვართაგან ზაბულონისთა აღმოსავალთაჲთმიმართთაგან ვიდრე ზღუადმიმართთამდე გადს - ერთი.

28და საზღვართაგან გადისთა ვიდრე სამხრადმიმართთამდე იყვნენ საზღვარნი მისნი თემანითგან და წყლით მარიმოთისა - კადე, სამკვიდრებელად ვიდრე ზღუადმდე დიდად.

29ესე ქუეყანაჲ, რომელი განუჩინოთ ნაწილად ტომთა ისრაილისათა, და ესე ნაწილნი მათნი, - იტყჳს ადონაი უფალი.

30- და ესე განსავალნი ქალაქისანი ჩრდილოთ კერძონი - ხუთას და ოთხგზის ათასნი საზომით.

31და ბჭეები ქალაქისა სახელ-სდვეს ტომთა ისრაჱლისათა: ბჭენი სამნი ჩრდილოჲთ კერძო, ბჭე რუბენისი - ერთი, ბჭე იუდაჲსი - ერთი, და ბჭე ლევისი - ერთი.

32და აღმოსავალთაჲთკერძონი, ოთხ გზის ათასი და ხუთასი საზომი, და ბჭენი სამნი: ბჭენი იოსეფისი ერთი, და ბჭე ბენიამენისი - ერთი და ბჭე დანისი - ერთი.

33და სამხრადმიმართნი ოთხ ათას დახუთას საზომით, და ბჭენი სამ: ბჭე სჳმეონისი - ერთი, ბჭე იზაქარისი - ერთი, და ბჭე ზაბულონისი - ერთი.

34და ზღუადმიმართნი ოთხგზის ათას და ხუთას საზომით. და ბჭენი სამ: ბჭე გადს - ერთი და ბჭე ასირისი - ერთი და ბჭე ნეფთალემისი - ერთი.

35მომრგულივ ათვრამეტ ათასეულებ. და სახელი ქალაქისაჲ, რომლისაგან დღისა იქმნას, უფალი მუნ იყოს - სახელი მისი.


წინა თავი