მთავარი გვერდი - ლოცვანი

4. დასასრულსა გალობათასა ფსალმუნი

1. ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისაი. 2. ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულ-ფიცხელ ხართ? რად გიყუარსთ ამაოებაი და ეძიებთ სიცრუვესა? 3. და გულისხმა-ჰყავთ, რამეთუ საკვირველ ჰყო უფალმან წმიდაი თვისი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ. 4. განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაი სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ. 5. შესწირეთ მსხუერპლი სიმართლისაი და ესევდით უფალსა. 6. მრავალთა თქვიან: ვინ გვიჩუენოს ჩუენ კეთილი? გამოსჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაი, უფალო. 7. მოეც სიხარული გულსა ჩემსა, ნაყოფისაგან იფქლისა და ღვინისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს. 8. მშვიდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო, რამეთუ შენ უფალმან მხოლოი სასოებით დამამკვიდრე მე.