მთავარი გვერდი - წესები და პირობები
წესები და პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს მობილურ აპლიკაციაში/ვებსაიტზე.

წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენს მიერ ლოცვანის მობილური აპლიკაციის/ვებსაიტის გამოყენებას. აღნიშნულ მობილურ აპლიკაციის ჩამოტვირთვითა და აპლიკაციაში/ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი მასალით სარგებლობისას, თქვენ გამოხატავთ თანხმობას მისი გამოყენების წესებსა და პირობებზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე და სხვა ნებისმიერ მითითებასა თუ წესზე. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულს, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ჩვენს მობილურ აპლიკაციას/ვებსაიტს.

წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აპლიკაციაში/ვებსაიტზე ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გაფრთხილების გარეშე შეცვალოს აპლიკაციის/ვებსაიტის წესები და პირობები, აგრეთვე, კონფიდენციარულობის პოლიტიკა. ცვლილებები განთავსდება მობილურ აპლიკაციაში/ვებსაიტზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

გთხოვთ, რეგულარულად გადახედოთ აღნიშნულ პირობებს, რათა დარწმუნდეთ, რომ მასში არ შესულა რაიმე ცვლილება. თუკი ცვლილებების შემდეგ თქვენ მაინც აგრძელებთ მობილურ აპლიკაციაში/ვებსაიტზე არსებულ მასალაზე წვდომას/გამოყენებას, ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ეთანხმებით სარგებლობის წესებს.

მობილური აპლიკაციის გამოყენება

წინამდებარე მობილური აპლიკაცია/ვებსაიტი წარმოადგენს საგანმანათლებლო/ინფორმაციულ პლატფორმას, რომელიც მოიცავს ცნობებს მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან დაკავშირებით, აპლიკაციაში/ვებსაიტზე განთავსებულია ახალი და ძველი სახარებები, ლოცვები, აგრეთვე, ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებით.

ინტელექტუალური საკუთრება

მობილურ აპლიკაციაში/ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია წარმოადგენს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ან გამოყენების უფლებით მოპოვებულ მასალას.

მობილურ აპლიკაციაში/ვებსაიტზე განთავსებული მართლმადიდებლური მულტფილმები, პუბლიკაციებსა და ბიბლიოთეკაში არსებული მასალები წარმოადგენს ადმინისტრაციის საკუთრებას და დაცულია ინტელექტუალური საკუთრების კანონებით.

აპლიკაციაში/ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციების/მასალების გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით უფასოა, თუმცა, თუ ამ აპლიკაციის/ვებსაიტის გამოყენების პირობებით ან სხვაგვარად, წერილობითი ფორმით არ არის ნებადართული, თქვენ არ შეგიძლიათ:

• გამოიყენოთ აპლიკაციაში/ვებსაიტზე განთავსებული მასალები ნებისმიერი უკანონო, არაავტორიზებული ან/და კომერციული მიზნებისთვის;
• გადაიღოთ ასლი, შეცვალოთ ტექსტის შინაარსი ან/და ფოტო-ვიდეო მასალის ვიზუალი, თარგმნოთ, მისცეთ განსხვავებული ინტერპრეტირება აპლიკაციაში/ვებგვერდზე განთავსებულ მასალას;
• გამოიყენოთ აპლიკაცია/ვებგვერდი ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელსაც არ ითვალისწინებს აპლიკაციის/ვებგვერდის გამოყენების პირობები.

პასუხისმგებლობის უარყოფა

ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე აპლიკაციასთან/ვებგვერდთან დაკავშირებით; აპლიკაციის/ვებგვერდის საშუალებით მოწოდებული მასალა/ინფორმაცია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო/საგანმანათლებლო მიზნებისთვისაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, ჩვენ არ ვიძლევით რაიმე სახის გარანტიას, შინაარსის სისრულის, სიზუსტის, სანდოობის, ვარგისიანობის ან ხელმისაწვდომობის შესახებ.

მარეგულირებელი კანონმდებლობა

აპლიკაციის/ვებგვერდის გამოყენების პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს სასამართლოებს აქვთ ექსკლუზიური იურისდიქცია განიხილონ და გადაწყვიტონ ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ამ პირობებთან.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენ ვაფასებთ თქვენი მხრიდან ჩვენი მობილური აპლიკაციის/ვებგვერდის გამოყენებას და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი აპლიკაციის/ვებგვერდის მიმართ იჩენთ.

აპლიკაციით/ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელშიც სრულად და ამომწურავად არის განსაზღვრული, თუ როგორ ხდება ჩვენი მხრიდან თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოყენება.

აპლიკაციის/ვებგვერდის ჩამოტვირთვითა და გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ აპლიკაციით/ვებგვერდით სარგებლობა.

პერსონალური მონაცემების დამუშავება

მობილური აპლიკაციის/ვებგვერდის გამოყენების დროს არ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, ვინაიდან, აპლიკაციით/ვეგვერდით სარგებლობა არ საჭიროებს რეგისტრაციას ან/და რაიმე პერსონალური მონაცემების მიწოდებას. აპლიკაცია/ვებგვერდი ხელმისაწვდომია ყველა ასაკის მომხმარებლისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, ვინაიდან, აღნიშნული აპლიკაცია/ვებგვერდი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო/საინფორმაციო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს დაინტერესებული პირებისათვის საიტზე განთავსებული მასალების მეშვეობით მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

მესამე პირების სერვისი

ჩვენი ადმინისტრაცია არ იყენებს მესამე პირების მიერ მოწოდებულ სერვისს, რომლებთაც აპლიკაციის/ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე შესაძვლო წვდომა ექნებოდათ.