მთავარი გვერდი - ლოცვანი

6. დასასრულსა, გალობათა შინა, მერვისათვის, ფსალმუნი დავითისი

1. უფალო, ნუ გულის წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. 2. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი. 3. და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის? 4. მოიქეც, უფალო, იხსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათვის. 5. რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ. 6. დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო. 7. განრისხდა გულის წყრომითა თუალი ჩემი, განვკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა. 8. განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ხმაი ტირილისა ჩემისაი; 9. ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისაი, უფალმან ლოცვაი ჩემი შეიწყნარა. 10. ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნ იქცედ და ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად. დიდებაი.