მთავარი გვერდი - ლოცვანი

8. დასასრულსა, საწნეხელთათვის, ფსალმუნი დავითისი

1. უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შვენიერებაი შენი ზესკნელს ცათა. 2. პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცე ქებაი მტერთა შენთათვის, რაითამცა დაიხსნა მტერი იგი და შურის-მგებელი. 3. რამეთუ ვიხილენ მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ. 4. რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას? 5. დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ იგი. 6. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა. 7. ცხოვარი და ზროხაი ყოველივე, მერმეცა და პირუტყუნი ველისანი. 8. მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღვისანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა. 9. უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი ყოველსა ქვეყანასა ზედა. დიდებაი.