მთავარი გვერდი - ლოცვანი

92. ფსალმუნი დავითისი, დღესა შაბათსა, რაჟამს დაემტკიცა ქუეყანაი, გალობაი

1. უფალი სუფევს, შუენიერებაი შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რაითა არა შეიძრას. 2. განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ. 3. აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ხმანი მათნი. 4. აღსდგენ მდინარენი სლვასა თვისსა, ხმითა წყალთა მრავალთაითა. 5. საკვირველ არიან განცხრომანი ზღვისანი, საკვირველ არს მაღალთა შინა უფალი. 6. წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნეს ფრიად, სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა.