მთავარი გვერდი - ლოცვანი

96. ფსალმუნი დავითისი, ოდეს ქუეყანაი მისი დაემკვიდრებოდა, წარუწერელი ებრაელთა შორის

1. უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაი, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი. 2. ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვაი წარმართებაი საყდრისა მისისაი. 3. ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი. 4. გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაი. 5. მთანი ვითარცა ცვილი დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. 6. უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაი მისი. 7. ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ხელით-ქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა, თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა. 8. ესმა და იხარებდა სიონი, და იშუებდეს ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათვის, უფალო. 9. რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა, ფრიად აჰმაღლდი შენ უფროის ყოველთა ღმერთთა. 10. რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნეს იგინი. 11. ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა სიხარული. 12. იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა. დიდებაი.