მთავარი გვერდი - ლოცვანი

99. ფსალმუნი დავითისი, აღსარებისათვის

1. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი. 2. ჰმონებდით უფალსა სიხარულით, შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით. 3. და უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი; მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ, ხოლო ჩუენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი. 4. შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა. 5. რამეთუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობაი მისი, და თესლითი თესლადმდე არს ჭეშმარიტებაი მისი.