მთავარი გვერდი - ლოცვანი

100. ფსალმუნი დავითისი

1. წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო. 2. გიგალობდე და გულისხმა-ვჰყო გზასა უბიწოსა, ოდეს მოხვიდე ჩემდა, ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისაითა შორის სახლისა ჩემისა. 3. არა დავიდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უშჯულოი და მყოფელნი გარდასლვისანი მოვიძულენ. 4. არა შემომეყო მე დრკუი გული; გარე-მიქცევაი ბოროტისაი ჩემგან მე არა უწყოდე. 5. რომელი იტყვინ იდუმალ მოყუსისა თვისისა ძვირსა, ესე წარვსდევნი; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამი. 6. თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რაითა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მსახურებდა მე. 7. არა დაიმკვიდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავანებაი, რომელი იტყვინ სიცრუვესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა. 8. ცისკარსა მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა. დიდებაი.