მთავარი გვერდი - ლოცვანი

ალილუია, 106

1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი, 2. თქუედ ხსნილთა უფლისათა, რომელნი იხსნა ხელისაგან მტერთაისა, 3. და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი აღმოსავლით და დასავალით და ჩრდილოით და ზღვით. 4. შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაი ქალაქისა სამკვიდრებელისაი არა ჰპოეს. 5. ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა. 6. ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იხსნნა იგინი. 7. და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რაითა შევიდენ იგინი ქალაქსა მკვიდრობისა მათისასა. 8. აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა, 9. რამეთუ განაძღო სული ხუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა, 10. მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინისათა. 11. რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვაი მაღლისაი განარისხეს; 12. და დამდაბლდა შრომითა გული მათი მოუძლურდეს და არავინ იყო მწე მათდა. 13. ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი. 14. და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა. 15. აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა, 16. რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა. 17. შეეწია მათ გზისა მისგან უჰსჯულოებისა მათისა, რამეთუ ცოდვითა მათითა დამდაბლდეს; 18. ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა. 19. ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნნა იგინი. 20. მოუვლინა სიტყუაი მისი და განკურნნა იგინი და იხსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა. 21. აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა, და 22. შესწირედ მისა მსხუერპლი ქებისაი და უთხრობდედ საქმეთა მისთა სიხარულით. 23. რომელნი შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა შინა მრავალთა, 24. მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკვირველებანი მისნი ღრმათა შინა. 25. თქუა, და აღსდგა ქარი ნიავ-ქარისაი, და ამაღლდეს ღელვანი მისნი; 26. აღვლენან ცადმდე, შთავლენან უფსკრულადმდე; და სული მათი ძვირთა შინა დადნებოდა. 27. შეშფოთნეს და შეძრწუნდეს ვითარცა მთვრალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქა. 28. ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი 29. და უბრძანა ნიავ-ქარსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი; 30. და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთ-საყუდელსა ნებისა მისისასა. 31. აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა. 32. აღამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას. 33. დასხნა მდინარენი ოხრად და გამოსავალნი წყალთანი _ წყურიელად, 34. ქუეყანაი ნაყოფიერი-ბიცად უკეთურებისათვის მკვიდრთა მისთაისა. 35. დასდვა უდაბნოი ტბად წყალთა და ქუეყანაი ურწყული _ გამოსადინელად წყალთა; 36. და დაამკვიდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალაქები საყოფელად მათდა, 37. და ითესეს ყანები და დაასხეს ვენახები და ჰყვეს ნაყოფი იფქლისაი. 38. და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა. 39. და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძვირთაისა და სალმობისა. 40. მიეფინა შეურაცხებაი მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და არა-გზასა. 41. და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა ვითარცა ცხოვარსა ტომებსა მათსა. 42. იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უშჯულოებამან დაიყოს პირი თვისი. 43. ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისხმა-ჰყვნეს წყალობანი უფლისანი? დიდებაი.