მთავარი გვერდი - ლოცვანი

გალობა, ფსალმუნი დავითისი, 107

1. განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა. 2. განიღვიძე, დიდებაო ჩემო, განიღვიძე ფსალმუნითა და ებნითა, მე განვიღვიძო განთიად. 3. აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის. 4. რამეთუ დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაი შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაი შენი. 5. აჰმაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაი შენი. 6. რაითა იხსნეს საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი. 7. ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: ავმაღლდე და განვყო სიკიმაი და ღელე იგი საყოფელთაი განვზომო. 8. ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეუფე ჩემი, 9. მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი, იდუმიადმდე აღვიკუართენ ხამლნი ჩემნი, მე უცხო თესლნი დამემორჩილნეს. 10. ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცვულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე? 11. არა თუ შენ, ღმერთი, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა? 12. მომეც ჩუენ შეწევნაი ჭირსა, რამეთუ ამაო არს ცხოურებაი კაცისაი. 13. ღმრთისა მიერ ვჰყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ჰყვნეს მტერნი ჩუენნი.