მთავარი გვერდი - ლოცვანი

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, 108

1. ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ. 2. რამეთუ პირი ცოდვილისაი და პირი მზაკვარისაი ჩემ ზედა აღეღო, იტყოდეს ჩემთვის ენითა ზაკულითა. 3. და სიტყვითა სიძულილისაითა მომიცვეს მე და მბრძოდეს მე ცუდად. 4. სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს, ხოლო მე ვილოცევდ. 5. და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი სიყუარულისა წილ ჩემისა. 6. დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა. 7. საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვაი მისი ცოდვად შეერაცხენ მას. 8. იქმნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ. 9. იყუნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი ქურივ. 10. შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოვედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა. 11. აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაიცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი. 12. ნუ ეპოებინ მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთაი. 13. იყუნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, ნათესავსა შინა ერთსა აღიხოცენ სახელი მისი. 14. აღიხსენედ უჰსჯულოებაი მამათა მისთაი წინაშე უფლისა, და ცოდვაი დედისა მისისაი ნუ აღიხოცებინ. 15. იყუნედ წინაშე უფლისა მარადის, და მოისპედ ქუეყანით სახსენებელი მათი. 16. ამის წილ, რამეთუ არა მოიხსენა მან ყოფაი წყალობისაი და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად. 17. და შეიყუარა წყევაი, და მოვედინ მისა; და არა ინება კურთხევაი, და განეშორენ მისგან. 18. და შეიმოსა წყევაი ვითარცა სამოსელი, და შთახდა ვითარცა წყალი ნაწლევთა მისთა და ვითარცა ზეთი ძუალთა მისთა. 19. ეყავნ მას ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარე-შეირტყამს. 20. ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და რომელნი იტყოდეს ძვირსა სულისა ჩემისასა. 21. და შენ, უფალო, უფალო, ჰყავ ჩემ თანა სახელისა შენისათვის, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი. 22. მიხსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის. 23. და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე ვითარცა მკალთა. 24. მუხლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ხორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ. 25. და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა; მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი. 26. შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა. 27. და ჰსცნედ, რამეთუ ხელი შენი ესე არს, და შენ უფალო, ჰყავ ესე. 28. იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონაი შენი იხარებდეს. 29. შთაიცუედ კდემაი, რომელნი მასმენდეს მე, და გარე-შეიმოსედ ვითარცა ორკეცი სირცხვილი მათი. 30. აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას. 31. რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რაითა იხსნას მდევართაგან სული ჩემი. დიდებაი.