მთავარი გვერდი - ლოცვანი

ალილუია, წარწერისათვის ანგეასა და ზაქარიასა, ფსალმუნი 111

1. ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად. 2. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი, და თესლი წრფელთაი იკურთხოს. 3. დიდებაი და სიმდიდრე სახლსა მისსა, და სიმართლე მისი ეგოს უკუნითი უკუნისამდე. 4. გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა, მოწყალე, შემწყნარებელ და მართალ. 5. ტკბილსა კაცსა ეწყალინ და ავასხის და განაგნეს სიტყუანი მისნი საშჯელსა შინა, რამეთუ უკუნისამდე არა შეირყიოს. 6. სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. 7. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის. 8. განმზადებულ არს გული მისი სასოებასა უფლისასა, განმტკიცებულ არს გული მისი და არა შეეშინოს, ვიდრემდის იხილოს მტერთა მისთაი. 9. განაბნინა და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა. 10. ცოდვილმან იხილოს და განრისხნეს, კბილთა თვისთა იღრჭენდეს და დადნეს, და გულის-თქუმაი ცოდვილისაი წარწყმდეს. დიდებაი.