მთავარი გვერდი - ლოცვანი

ალილუია, 113

1. გამოსლვასა ისრაელისასა ეგვიპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთაისა. 2. იყო ჰურიასტანი სიწმინდე მისა და ისრაელი საბრძანებელ მისა. 3. ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ. 4. მთანი იმღერდეს ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი. 5. რაი არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ? 6. მთანი, რამეთუ იმღერდით ვითარცა ვერძნი და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი? 7. პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანაი, პირისაგან ღმრთისა იაკობისა, 8. რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი წყაროებად წყალთა. 9. ნუ ჩუენთვის, უფალო, ნუ ჩუენთვის, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაი წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. 10. ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? 11. ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაიცა უნდა, ქმნა. 12. კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი; 13. პირ ახსენ და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ, 14. ყურ ასხენ და არა ესმის, ცხვირ ასხენ და არა იყნოსენ, 15. ხელ ასხენ და არა განიხილვენ, ფერხ ასხენ და არა ვლენან, არცაღა ხმობენ ხორხითა მათითა. 16. ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ. 17. სახლი ისრაელისაი ესვიდა უფალსა, შემწე და შემწყანრებელ არს მათდა. 18. სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა, შემწე და შესავედრებელ არს მათდა. 19. მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა, შემწე და მფარველ არს მათდა. 20. უფალმან მომიხსენნა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაელისაი, აკურთხა სახლი აჰრონისი. 21. აკურთხა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირენი დიდთა თანა. 22. შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა; 23. კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი. 24. ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანაი მოსცა ძეთა კაცთასა. 25. არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი, 26. არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხვდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.