მთავარი გვერდი - ლოცვანი

გალობა აღსავალთა, 119

1. ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, და ისმინა ჩემი. 2. უფალო, იხსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუვარისაგან. 3. რაი მოგეცეს შენ, ანუ რაი შეგეძინოს შენ ენისათვის მზაკუვარისა. 4. ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოხრებისათა. 5. ვაი მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაი ჩემი, და დავემკვიდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა. 6. მრავალ ჟამ დაიმკვიდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშვიდობისათა, და მე ვიყავ მამშვიდებელ. 7. რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.