მთავარი გვერდი - ლოცვანი

გალობა აღსავალთა, 128

1. მრავალ გზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაელმან. 2. მრავალ გზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს. 3. ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უჰსჯულოებაი მათი. 4. უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი. 5. ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი. 6. იქმნედ იგინი ვითარცა თივაი ერდოთაი, რომელი იგი ვიდრე მოფხურადმდე განხმა. 7. რომლისაგან არა აღივსო ხელი თვისი მომკალმან და არცა წიაღი რომელი შეჰკრებნ მჭელეულებსა მისსა. 8. და არა ჰრქუეს, რომელნი იგი თანა-წარჰვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევაი უფლისაი თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა. დიდებაი.