მთავარი გვერდი - ლოცვანი

ალილუია, 134

1. აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა, 2. რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. 3. აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ; 4. რამეთუ იაკობი თვისად გამოირჩია უფალმან და ისრაელი საბრძანებელად თვისად. 5. რამეთუ მე გულისხმა-ვჰყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროის ყოველთა ღმერთთა; 6. ყოველივე რაოდენი ინება უფალმან ჰქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა; 7. აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაით და ელვანი წვიმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა, 8. რომელმან დასცნა პირმშონი ეგვიპტისანი კაცითგან მიპირუტყუთამდე; 9. გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგვიპტე, ფარაოის ზედა და ყოველთა მონათა მისთა; 10. რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყვიდნა მეფენი ძლიერნი; 11. სეონ, მეფე ამორეველთაი და ოგ, მეფე ბასანისაი და ყოველნი მეფენი ქანანისანი; 12. და მისცა ქუეყანაი მათი სამკვიდრებელად, სამკვიდრებელად ისრაელსა, ერსა თვისსა. 13. უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე. 14. რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თვისი და მონათა თვისთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს. 15. კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი. 16. პირ ათქს, და არა იტყვიან; თუალ ასხენ, და არა ხედვენ, 17. ყურ ასხენ და არა ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა. 18. ემსგავსნენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვიდენ მათ. 19. სახლი ისრაელისაი აკურთხევდით უფალსა, სახლსა აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, სახლი ლევისი აკურთხევდით უფალსა, 20. მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა. 21. კურთხეულ არს უფალი სიონით გამო, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალიმს.