მთავარი გვერდი - ლოცვანი

ფსალმუნი დავითისი, იერემიასგან, 136

1. მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდეთ, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი. 2. ძეწნთა ზედა შორის მისთა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი. 3. რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყვანებელნი ჩუენნი გალობასა, გვიგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა. 4. ვითარ-მე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა. 5. უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯუენეცა ჩემი. 6. აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ და არა თუ პირველ განგებულ ვჰყო იერუსალემი, ვითარცა იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა. 7. მოიხსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალემისაი, რომელნი იტყოდეს: დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძვლადმდე მისა. 8. ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ. 9. ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა. დიდებაი.