მთავარი გვერდი - ლოცვანი

დასასრულსა, დავითის ფსალმუნი ზაქარიასთვის, განთესვასა, 138

1. უფალო, გამომცადე მე და მიცან მე; შენ სცან დაჯდომაი ჩემი, და აღდგომაი ჩემი, 2. შენ გულისხმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით; 3. ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინაისწარ იხილენ; 4. რამეთუ არა არს ზაკუვაი ენასა ჩემსა; 5. აჰა უფალო, შენ სცან ყოველი უკანასკნელი და დასაბამისაი, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ხელი შენი. 6. საკვირველ იქმნა ცნობაი შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას. 7. ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი? 8. აღ-თუ-ვჰხდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; 9. აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, 10. და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე. 11. და ვსთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა. 12. რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე ვითარცა დღე განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი. 13. რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. 14. აღგიარო შენ, რამეთუ საშინლად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად. 15. არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა შინა ქუეყანისათა. 16. რომელ-იგი არა მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ; დღისი დაიბადნენ, და არღარა იყოს ნაკლულევანებაი მათ შორის. 17. ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი. 18. აღვრაცხნე იგინი, და უფროის ქვიშისა განმრავლდენ; განვიღვიძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ. 19. უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან. 20. რამეთუ მხდომ ხართ გულის-ზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამაოებითა ქალაქნი შენნი. 21. ანუ არა მოძულენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკფდი? 22. სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნნეს მე. 23. განმცადე მე, ღმერთო, და ჰსცან გული ჩემი; განმიკითხე და გულისხმა-ჰყვენ ალაგნი ჩემნი. 24. და იხილე, არს თუ გზაი უჰსჯულოებისაი ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა.