მთავარი გვერდი - ლოცვანი

დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, 139

1. განმარინე მე, უფალო, კაცისაგან უკეთურისა და კაცისა ცრუისაგან მიხსენ მე, 2. რომელთა ზრახეს უჰსჯულოებაი გულსა შინა მათსა, ყოველსა დღესა განაწყობენ ბრძოლათა; 3. აღილესეს ენაი მათი ვითარცა გუელისაი, და გესლი ასპიტთაი ბაგეთა მათთა. 4. მიცევ მე, უფალო, ხელისაგან ცოდვილისა და კაცთა უსამართლოთაგან მიხსენ მე, რომელთა ზრახეს დაბრკოლებაი სლვათა ჩემთაი; 5. დამირწყეს მე ამპარტავანთა მახე და საბლითა განართხეს მახე ფერხთა ჩემთათვის, 6. და გარემოის ალაგთა საცთური დამიდგეს მე. 7. ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ, ისმინე, უფალო, ხმაი ლოცვისა ჩემისაი. 8. უფალო, უფალო, ძალო ცხოურებისა ჩემისაო, მფარველ ეყავ თავსა ჩემსა დღესა ბრძოლისასა. 9. ნუ მიმცემ მე, უფალო, გულის-თქუმისა ჩემისაგან ცოდვილსა; განიზრახეს ჩემთვის ნუ დამაგდებ მე, ნუუკუე ამაღლდენ. 10. თავმან შესაკრებელისა მათისამან და შრომამან ბაგეთა მათთამან დაფარნეს იგინი. 11. დაეცემოდინ მათ ზედა ნაკუერცხალნი ცეცხლისანი დაამხუნე იგინი გლახაკებითა, და ვერ დაუთმონ. 12. კაცსა ენოვანსა არა წარემართოს ქუეყანასა ზედა, კაცი ცრუი ძვირმან მოინადიროს განსახრწნელად. 13. უწყი, რამეთუ ყოს უფალმან საშჯელი გლახაკთაი და სამართალი დავრდომილთაი. 14. ხოლო მართალთა აუარონ სახელსა შენსა, და წრფელთა დაიმკვიდრონ წინაშე პირსა შენსა. დიდებაი.