მთავარი გვერდი - ლოცვანი

ფსალმუნი დავითისი, გოლიათისათვის, 143

1. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა ბრძოლაი. 2. წყალობაო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და მხსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქუეშე. 3. უფალო, რაი არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ შეჰრაცხე იგი. 4. კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილი წარვლენ. 5. უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოხედ შეახე მთათა და კუმოდიან. 6. გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნნე იგინი. 7. გამოავლინე ხელი შენი მაღლით, მიხსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა, ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა. 8. რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა. 9. ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ და ათძალითა საფსალმუნისაითა გიგალობდე შენ. 10. რომელმან მისცა ცხოურებაი მეფეთა, რომელმან იხსნა დავით მონაი თვისი მახვილისაგან ბოროტისა. 11. მიხსენ და განმარინე მე ხელთაგან შვილთა უცხო თესლთაისა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯუენე მათი იყო მარჯუენე სიცრუვისა. 12. რომელთანი ძენი მათნი ვითარცა ახალ-ნერგნი განმტკიცებულ არიან სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა მსგავსებაი ტაძრისაი. 13. საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას. ცხოვარნი მათნი მრავლის მშობელ არიან, განმრავლებულ გამოსავალსა მათსა, და ზროხანი მათნი ზრქელ არიან. 14. არა არს დაცემაი ზღუდისაი, არცა განსავალ, არცა ღაღადებაი უბნებსა მათსა. 15. ჰნატრეს ერსა მას, რომლისა ესე ესრეთ არს; ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი.