მთავარი გვერდი - ლოცვანი

ქებისათვის დავითისა, 144

1. აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 2. ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 3. დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისაი არა არს დასასრულ. 4. ნათესავი და ნათესავი აქებდინ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ. 5. დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკვირველებათა შენთა მიუთხრობდენ. 6. და ძალი საშინელებათა შენთაი თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ. 7. ხსენებაი მრავალი სიტკბოებისა შენისაი აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ. 8. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე. 9. ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა. 10. აღგიარებდედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ. 11. დიდებაი სუფევისა შენისაი წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან. 12. უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაი შენი და დიდებაი დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისაი. 13. სუფევაი შენი სუფევაი არს ყოველთა საუკუნეთაი, და მეუფებაი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; სარწმუნო არს უფალი ყოველთა შენთა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. 14. განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი. 15. თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა. 16. აღაღებ შენ ხელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ. 17. მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. 18. ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით. 19. ნებაი მოშიშთა მისთაი ჰყოს და ვედრებისა მათისაი შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი. 20. დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს. 21. ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ხორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. დიდებაი.