მთავარი გვერდი - ლოცვანი

ალილუია, 146

1. აქებდით უფალსა, რამეთუ კეთილ არს გალობაი, ღმერთსა ჩუენსა, ტკბილ ეყავნ ქებაი. 2. აღაშენოს იერუსალემი უფალმან და განბნეულნი ისრაელისანი შეკრიბნეს. 3. რომელმან განკურნნის შემუსრვილნი გულითა და შეუხვნნის წყლულებანი მათნი. 4. რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკვლავთაი და ყოველთავე მათ სახელით უწესნ. 5. დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისაი არა არს რიცხვი. 6. შეიწყნარნის მშვიდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე. 7. აკურთხევდით უფალსა აღსარებითა და უგალობდით ღმერთსა ჩუენსა ებნითა. 8. რომელმან შემოსნის ცანი ღრუბლითა და განუმზადის წვიმაი ქუეყანასა, რომელმან აღმოაცენის თივაი მთათა და მწუანე სამსახურებელად კაცთა; 9. რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართუეთა ყორნისათა, რომელნი ხადიან მას. 10. არა თუ ძლიერებაი ცხენისაი უნდა, არცა სხვილბარკალნი მამაკაცისანი სთნდეს. 11. არამედ სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა.