მთავარი გვერდი - ლოცვანი

ალილუია, ანგეასი და ზაქარიასი, 148

1. აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. 2. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი. 3. აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი. 4. აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი. 5. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს. 6. და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს. 7. აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; 8. ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა; 9. მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; 10. მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი; 11. მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი. 12. ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; 13. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა. 14. და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.