მთავარი გვერდი - ლოცვანი

ალილუია, 149

1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. 2. იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა. 3. აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას. 4. რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა. 5. იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა. 6. ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა. 7. ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა, 8. შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა, 9. ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; დიდებაი ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.