მთავარი გვერდი - ლოცვანი

ალილუია, 150

1. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა. 2. აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა. 3. აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა. 4. აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა. 5. აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა. 6. ყოველი სული აქებდით უფალსა. დიდებაი.