მთავარი გვერდი - ლოცვანი

სამადლობელი ლოცვა ყოველი თხოვნის აღსრულების შემდგომ

მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენნი უფალო დიდთა ქუელისმოქმედებათა შენთათვის, რომელიცა ჰქმენ ჩუენ ზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხევთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწლეობასა, და მონებრ სიყვარულით გიღაღადებთ შენ: კეთილისმყოფელო ჩვენო მაცხოვარ, დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქველისმოქმედებათა შენთა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნილნი უხმარნი მონანი შენნი მეუფეო, გულს-მოდგინედ შენდა მომართ მოვივლტვით, და მადლობასა ძალისაებრ შევსწირავთ, და შენ ვითარცა კეთილისმყოფელსა და შემოქმედსა დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა ღმერთო ყოვლად მოწყალე

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო, ქრისტიანეთა შემწეო, მომპოვებელნი შენისა შუამდგომელობისანი მადლიერებით გიღაღადებთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, ლოცვითა შენითა მარადის გჳჴსენ ჩუენ ჭირთაგან, მხოლოო მსწრაფლშუამდგომელო.