მთავარი გვერდი - ლოცვანი

პასექის ჟამნი

ბრწყინვალე შვიდეულში, ნაცვლად ლოცვანში მითითებული დილა–საღამოს ლოცვებისა, იკითხება პასექის ჟამნი:

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი .   ( 3– გზის) .

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იეს ო ს, მხოლოსა, უცოდ ვ ელსა ღმერთსა ჩვენსა და ესრეთ ხმა – ვყოთ: ჯ ვ არსა შენსა თაყვანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩვენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვსცეთ ქრისტეს ღ ვ თისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯ ვ არისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა; მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯ ვ არცმა თავს-იდ ვ ა ჩვენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა. ( 3– გზის) .

იპაკო, ხმა მე–4

ცისკარსა მსთ ვ ად მოვიდა მარიამ მოყ ვ სებითურთ და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული და ანგელო ზ ისაგან ესმა ხმა საწადელი : ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ, ვითარცა კაცსა ?! იხილენით დაფლვისა მისისა სახ ვ ეველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ, სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩვენმან და აღსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღ ვ თისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.

კონდაკი, ხმა მე–8

დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთახედ, უკ ვ დაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღ ს დეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობა მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა.

 

ტროპარი

საფლავად ხორცითა შეხვედ, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი და სამოთხეს ავაზაკის ა თანა და საყდართა მამისა და სულისა თანა განუშორებელ იყავ, ქრისტე, რომელი ყოველსავე აღავსებ, გარეშემოუწერელო უფალო, დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა ნათლით-შემოსილსა და ვითარცა უშ ვ ენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნდი მხსნელად ყოვლისა სოფლისა; აღსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთა, ქრისტე, ღმერთო ჩვენო და გამო ს ჩნდა საფლავი შენი, ვითარცა წყარო ჩვენისა აღდგომისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობელისა

ზეგარდმო განწმედილ იქმენ, ღ ვ თისა სამკვიდრებელო, გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მიეცემის სიხარული ყოველთა, ღ ვ თისმშობელო, რომელნი გიღაღადებენ შენ სიხარულით, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ყოვლადუბიწოო დედ ო ფალო.

უფალო, შეგვიწყალენ (40-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერა ბ იმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღ ვ თისასა, მხოლოსა ღ ვ თისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღ ვ თისაო, ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.