უფალი ბრძანებს: „აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს, მგლებს შორის“ (მთ.10:16). ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ღვთის შემეცნება გვსურს, ცხვარივით მშვიდი უნდა ვიყოთ.
რა არის შენთვის უფრო ტკბილი, ცათა სასუფეველი, რომელიც არ იცი რა არის, მაგრამ ირჩევ მხოლოდ ღვთის სიტყვაზე მინდობის გამო თუ ცოდვა, რომლის მთელი სიტკბოცა და სიმწარეც უკვე იგემე და გამოსცადე? აი, ეს არის ორი გზა, ცხოვრების ორი წესი.